Jump to content

Facebook თავის პირველ სმარტ-საათს 2022 წლის ზაფხულში გამოუშვებს - მას ექნება ორი კამერა და შეძლებს სმარტფონის ჩანაცვლებას


Recommended Posts

The Verge-ის ინფორმაციით, Facebook მომდევნო წლის წაფხულში გამოუშვებს საკუთარ სმარტ-საათებს. მოწყობილობები კონსტრუქციის მხრივ მსგავსი ტიპის გაჯეტებისგან განსხვავებული იქნება. სმარტ-საათს ექნება ორი ინტეგრირებული კამერა და მოიხსნება სამაჯურიდან ფოტოებისა და ვიდეოების გადასაღებად, რომელაც მომხმარებლები Facebook-ის ეკოსისტემაში ატვირთავენ. 

image.jpeg 

საათზე განთავსებული ფრონტალური კამერა უპირველეს ყოვლისა განკუთვნილი იქნება ვიდეოზარებისთვის. მეორე, უკანა კამერა, რომელსაც აქვს ავტოფოკუსირების ობიექტივი და 1080p გაფართოება, გამოყენებული იქნება სრულფასოვანი ვიდეორგოლების გადასაღებად. მისი აქტივაციისთვის საჭიროა საათი მოიხსნას სამაჯურისგან, თუმცა წყაროს ინფორმაციით Facebook პარტნიორებთან ერთად მუშაობს სხვადასხვა აქსესუარის შესაქმნელად, რათა საათი დამაგრდეს სხვადასხვა საგანზე (ტანსაცმელზე, ზურგჩანთაზე, სელფის ჯოხზე) და შედეგად გარდაიქმნას იპროვიზირებულ ექშენ-კამერად. 

სავარაუდოდ, Facebook შეეცდება თავისი სმარტ-საათები გარდაქმნას რაღაც უფრო მეტად, ვიდრე ამჟამად ბაზარზე არსებული მსგავსი ტიპის გაჯეტებია. ბუნებრივია, მოწყობილობას ექნება ფიტნეს-ტრეკერის ფუნქციები, მესინჯერებისა და აპლიკაციების მხარდაჭერა. ასევე Facebook-ის სმარტ-საათი შეძლებს სმარტფონის ჩანაცვლებას და საჭირო აარ იქნება მისი დაკავშირება მობილურ ტელეფონთან. წყარო აცხადებს, რომ კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-ის ფიჭურ ოპერატორებთან და გეგმავს საკუთარი მოწყობილობის LTE მხარდაჭერით უზრუნველყოფას.  

მავდროულად, Facebook მუშაობს პროექტის სამომავლო განვითარებაზეც. უკვე მიმდინარეობს მუშაობა სმარტ-საათის მეორე და მესამე ვერსიებზე. საბოლოო მიზანი შესაძლოა იყოს სმარტ-საათების დაკავშირება შერეული რეალობის სათვალესთან, რომლის გამოშვებასაც აპირებს კომპანია. 

სმარტ-საათის პირველი ვერსია გამოვა რამდენიმე ფერის ვარიანტად, ანონსი დაგეგმილია 2022 წლის ზაფხულისთვის და მისი მიახლოებითი ფასი 400 აშშ დოლარი იქნება. Facebook იმედოვნებს, რომ გაიყიდება რამდენიმე ათასი მოწყობილობა და ეს ნამდვილად არ არის მეტისმეტად ამბიციური მიზანი. მაგალითად, Counterpoint Research-ის ანგარიშის თანახმად ბოლო წლის განმავლობაში გაიყიდა 34 მილიონი ერთეული Apple Watch. 

Facebook-ის სმარტ-საათებს ჯერჯერობით სახელწოდება არ გააჩნია და მათი მასიური წარმოება ჯერ არ დაწყებულა. The Verge-ს თანახმად, ჯერ არავინ არის ბოლომდე დარწმუნებული იმაში, რომ ეს საათები ნამდვილად გამოვა ბაზარზე მომავალ წელს. ასეა თუ ისე, პროექტში ჩართულია რამდენიმე ასეული ადამიანი და კომპანიამ უკვე რამდენიმე მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.