Magdalena Posted June 15, 2021 Share Posted June 15, 2021 The Verge-ის ინფორმაციით, Facebook მომდევნო წლის წაფხულში გამოუშვებს საკუთარ სმარტ-საათებს. მოწყობილობები კონსტრუქციის მხრივ მსგავსი ტიპის გაჯეტებისგან განსხვავებული იქნება. სმარტ-საათს ექნება ორი ინტეგრირებული კამერა და მოიხსნება სამაჯურიდან ფოტოებისა და ვიდეოების გადასაღებად, რომელთაც მომხმარებლები Facebook-ის ეკოსისტემაში ატვირთავენ. საათზე განთავსებული ფრონტალური კამერა უპირველეს ყოვლისა განკუთვნილი იქნება ვიდეოზარებისთვის. მეორე, უკანა კამერა, რომელსაც აქვს ავტოფოკუსირების ობიექტივი და 1080p გაფართოება, გამოყენებული იქნება სრულფასოვანი ვიდეორგოლების გადასაღებად. მისი აქტივაციისთვის საჭიროა საათი მოიხსნას სამაჯურისგან, თუმცა წყაროს ინფორმაციით Facebook პარტნიორებთან ერთად მუშაობს სხვადასხვა აქსესუარის შესაქმნელად, რათა საათი დამაგრდეს სხვადასხვა საგანზე (ტანსაცმელზე, ზურგჩანთაზე, სელფის ჯოხზე) და შედეგად გარდაიქმნას იპროვიზირებულ ექშენ-კამერად. სავარაუდოდ, Facebook შეეცდება თავისი სმარტ-საათები გარდაქმნას რაღაც უფრო მეტად, ვიდრე ამჟამად ბაზარზე არსებული მსგავსი ტიპის გაჯეტებია. ბუნებრივია, მოწყობილობას ექნება ფიტნეს-ტრეკერის ფუნქციები, მესინჯერებისა და აპლიკაციების მხარდაჭერა. ასევე Facebook-ის სმარტ-საათი შეძლებს სმარტფონის ჩანაცვლებას და საჭირო აღარ იქნება მისი დაკავშირება მობილურ ტელეფონთან. წყარო აცხადებს, რომ კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-ის ფიჭურ ოპერატორებთან და გეგმავს საკუთარი მოწყობილობის LTE მხარდაჭერით უზრუნველყოფას. ამავდროულად, Facebook მუშაობს პროექტის სამომავლო განვითარებაზეც. უკვე მიმდინარეობს მუშაობა სმარტ-საათის მეორე და მესამე ვერსიებზე. საბოლოო მიზანი შესაძლოა იყოს სმარტ-საათების დაკავშირება შერეული რეალობის სათვალესთან, რომლის გამოშვებასაც აპირებს კომპანია. სმარტ-საათის პირველი ვერსია გამოვა რამდენიმე ფერის ვარიანტად, ანონსი დაგეგმილია 2022 წლის ზაფხულისთვის და მისი მიახლოებითი ფასი 400 აშშ დოლარი იქნება. Facebook იმედოვნებს, რომ გაიყიდება რამდენიმე ათასი მოწყობილობა და ეს ნამდვილად არ არის მეტისმეტად ამბიციური მიზანი. მაგალითად, Counterpoint Research-ის ანგარიშის თანახმად ბოლო წლის განმავლობაში გაიყიდა 34 მილიონი ერთეული Apple Watch. Facebook-ის სმარტ-საათებს ჯერჯერობით სახელწოდება არ გააჩნია და მათი მასიური წარმოება ჯერ არ დაწყებულა. The Verge-ს თანახმად, ჯერ არავინ არის ბოლომდე დარწმუნებული იმაში, რომ ეს საათები ნამდვილად გამოვა ბაზარზე მომავალ წელს. ასეა თუ ისე, პროექტში ჩართულია რამდენიმე ასეული ადამიანი და კომპანიამ უკვე რამდენიმე მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა. https://bit.ly/3zg44C9 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.