Jump to content

1155 დედადაფების არჩევანი


Recommended Posts

გაუმარჯოს,

ერთი პროექტისთვის მჭირდება 1155 სოკეტის დედადაფა, აუცილებელია ქონდეს OC შესაძლებლობა (თუმცა არა მაინცდანმაინც OC-ზე ოპტიმიზირებული)

ჩემი მიზნებისთვის შევარჩიე ეს ორი მოდელი:

INTEL-DZ68BC

https://www.mymarket.ge/ka/pr/21118423/dedabaraTebi/1155soketi-INTEL-DZ68BCLGA1155-2xPCI-E

და ASRock Z77 Extreme3

https://www.mymarket.ge/ka/pr/21118395/dedabaraTebi/ASRock-Z77-Extreme3LGA1155-3xPCI-E

ფასი ერთნაირი აქვს, რომელს მირჩევდით ამ ორს შორის? Z77 თითქოს უკეთესი OC-ერი უნდა იყოს, თუმცა Intel-ის დედადაფას უკეთესი features ები აქვს და დიზაინიც (რასაც გარკვეულ უპირატესობას ვანიჭებ ამ შემთხვევაში) გაცილებით უკეთესია

ასევე მაინტერესებს RAM-ების მაღალ სიხშირეზე მუშაობა 2133-იანი კიტს ველოდები და Intel-ის ბორდზე რაც ვნახე მგონი 1600 Mhz აქვს მხარდაჭრა,(მანუალში +1600 უწერია, რაც ცოტა გაუგებარია) როცა AsRock 2400-მდეც ადის

ასევე Intel-ის დედა დაფები უფრო სტაბილურებიაო, მაგრამ ძველ მოდელებში ალბათ გამართლებაზეცაა, მქონია Intel-ის x58 დედადაფა რომელმაც აურია, მაგრამ მაგალითად NAS-ში მაქვს ერთი და მუშაობს 24/7 ჯიგრულად (თუმცა ძალიან დაბალი ენერგომოხმარების კომპონენტებით), ასევე AsRock მქონდა x99 და აურია, მაგრამ 775 მაზერები მაქვს AsRock და კარგად მუშაობს (თუმცა არა ყოველდღიურ რეჟიმში)

მოკლედ რომელს აირჩევდით ამ ორიდან?

Link to comment
Share on other sites

z77

p.s. მე მაქვს p67 და ბიოსში აქვს 2400-იანი ram-ის დაყენების ფუნქცია მაგრამ ცოცხალი თავით არ დადგა როცა 2133ზე უპრობლემოდ დგება ყოველგავრი ზედმეტი მანიპულაციების გარეშე. თავს დავიზღვევდი და z77 ვიყიდდი ეგეთი მომენტების გამოსარიცხად მითუმეტეს თუ ერთი ფასია სალაპარაკოც არაა

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ASRock Z77 Extreme3 ვიყიდე

მადლობა და ვხურავ

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.