Jump to content

AMD Ryzen 7000 და Radeon RX 7000 ერთდროულად გამოვა


Recommended Posts

ინსაიდერ @Broly_X1-ის ბოლო შეტყობინების თანახმად, რომელმაც ადრე გამოაქვეყნა AMD-ის სამომავლო სამოქმედო გეგმა, AMD-ის ახალი თაობის CPU და GPU არქიტექტურების გამოსვლა დაახლოებით ერთსა და იმავე დროისთვის იგეგმება.  

image.jpeg 

ღონისძიება Computex-ზე AMD-ს არ წარუდგენია ახალი სამომავლო გეგმა, რომელიც დაადასტურებდა ახალ არქიტექტურაზე დამყარებული სამომავლო გრაფიკული და ცენტრალური პროცესორების გამოსვლის გრაფიკს. ოფიციალურად, 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე დაფუძნებული Zen 4 არქიტექტურა უნდა გამოჩნდეს 2022 წლის ბოლოს, ყოველ შემთხვევაში, ამგვარად მიიჩნევა AMD-ის ოფიციალური გრაფიკის მიხედვით. AMD-ს ასევე კომენტარი არ გაუკეთებია Zen4 Raphael პროცესორებთან დაკავშირებული ხმების შესახებ. ეს კოდური სახელწოდება უკავშირდება ახალი AM5 სოკეტის მქონე დესკტოპ პროცესორებს, რომლებიც, როგორც ცნობილია, 2022 წლის მეოთხე კვარტალში გამოვა. Computex-ზე კომპანიის ანგარიშში არაფერი თქმულა გრაფიკული პროცესორების სამომავლო გეგმის განახლების შესახებ. 

image.png 

Broly_X1-მა სწორი პროგნოზი გააკეთა Computex-ზე მონაწილე თითქმის ყველა კომპანიის ანგარიშის შესახებ. მან ფაქტობრივად Radeon Pro-ს გამოსვლაც ახსენა რამდენიმე დღით ადრე, სანამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდებოდა. ამრიგად, ამ წყაროს ცნობების იგნორირება არ იქნება სწორი. ინსაიდერი მიიჩნევს, რომ 2022 წლის მეოხე კვარტალში ვიხილავთ როგორც ცენტრალურ პროცესორებს Zen4 არქიტექტურით, ისე RDNA3 არქიტექტურაზე დამყარებულ გრაფიკულ პროცესორებს. მან აგრეთვე განმარტა, რომ RDNA3 არქიტექტურის წარდგენა მიმდინარე წელსვე მოხდება. 

ინსაიდერი ასევე ელის Zen3 XT არქიტექტურის განახლებას 2022 წლის დასაწყისში, რომელიც სავარაუდოდ შეავსებს სიცარიელეს, ვიდრე Raphael ჩიპები ამოვა მომავალი წლის ბოლოს. რაც შეეხება გრაფიკულ პროცესორებს, შემადგენლობის შესაძლო განახლების შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს ცნობები, რაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ Radeon RX 6000 სერია დარჩება აქტუალური მინიმუმ წელიწადნახევრის განმავლობაში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.