Magdalena Posted June 10, 2021 Share Posted June 10, 2021 ინსაიდერ @Broly_X1-ის ბოლო შეტყობინების თანახმად, რომელმაც ადრე გამოაქვეყნა AMD-ის სამომავლო სამოქმედო გეგმა, AMD-ის ახალი თაობის CPU და GPU არქიტექტურების გამოსვლა დაახლოებით ერთსა და იმავე დროისთვის იგეგმება. ღონისძიება Computex-ზე AMD-ს არ წარუდგენია ახალი სამომავლო გეგმა, რომელიც დაადასტურებდა ახალ არქიტექტურაზე დამყარებული სამომავლო გრაფიკული და ცენტრალური პროცესორების გამოსვლის გრაფიკს. ოფიციალურად, 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე დაფუძნებული Zen 4 არქიტექტურა უნდა გამოჩნდეს 2022 წლის ბოლოს, ყოველ შემთხვევაში, ამგვარად მიიჩნევა AMD-ის ოფიციალური გრაფიკის მიხედვით. AMD-ს ასევე კომენტარი არ გაუკეთებია Zen4 Raphael პროცესორებთან დაკავშირებული ხმების შესახებ. ეს კოდური სახელწოდება უკავშირდება ახალი AM5 სოკეტის მქონე დესკტოპ პროცესორებს, რომლებიც, როგორც ცნობილია, 2022 წლის მეოთხე კვარტალში გამოვა. Computex-ზე კომპანიის ანგარიშში არაფერი თქმულა გრაფიკული პროცესორების სამომავლო გეგმის განახლების შესახებ. Broly_X1-მა სწორი პროგნოზი გააკეთა Computex-ზე მონაწილე თითქმის ყველა კომპანიის ანგარიშის შესახებ. მან ფაქტობრივად Radeon Pro-ს გამოსვლაც ახსენა რამდენიმე დღით ადრე, სანამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდებოდა. ამრიგად, ამ წყაროს ცნობების იგნორირება არ იქნება სწორი. ინსაიდერი მიიჩნევს, რომ 2022 წლის მეოთხე კვარტალში ვიხილავთ როგორც ცენტრალურ პროცესორებს Zen4 არქიტექტურით, ისე RDNA3 არქიტექტურაზე დამყარებულ გრაფიკულ პროცესორებს. მან აგრეთვე განმარტა, რომ RDNA3 არქიტექტურის წარდგენა მიმდინარე წელსვე მოხდება. ინსაიდერი ასევე ელის Zen3 XT არქიტექტურის განახლებას 2022 წლის დასაწყისში, რომელიც სავარაუდოდ შეავსებს სიცარიელეს, ვიდრე Raphael ჩიპები გამოვა მომავალი წლის ბოლოს. რაც შეეხება გრაფიკულ პროცესორებს, შემადგენლობის შესაძლო განახლების შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს ცნობები, რაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ Radeon RX 6000 სერია დარჩება აქტუალური მინიმუმ წელიწადნახევრის განმავლობაში. https://bit.ly/3zcvVDl Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.