Jump to content

Xbox Series X და Series S მიიღებენ გამოსახულების მასშტაბირების ფუნქციას AMD FidelityFX Super Resolution


Recommended Posts

მიმდინარე თვის ბოლოს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ტექნოლოგია AMD FidelityFX Super Resolution (FSR), რომელიც ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების საფუძველზე უზრუნველყოფს გამოსახულების გაფართოების ზრდას. ეს ტექნოლოგია მხარდაჭერილი იქნება არა მხოლოდ AMD-ის ვიდეო დაფებში, არამედ სხვა კომპანიის წარმოების გრაფიკულ ამაჩქარებლებში. ამჟამად ცნობილი გახდა Microsoft-ის გეგმების შესახებ, რომ FSR-ის მხარდაჭერა დაემატოს მის გეიმინგ კონსოლებ - Xbox Series X-სა და Xbox Series S-ში. 

image.jpeg 

ფოტო: HotHardware 

FSR ტექნოლოგია იყენებს „სივრცული მასშტაბირების მეთოდს“ გეიმინგ ძრავის ორიგინალი კადრებიდან „ულტრა მაღალი გაფართოების“ გამოსახულების მისაღებად. ტექნოლოგია ფუნქციონირებს NVIDIA Deep Learning Super Sampling-ის (DLSS) მსგავსად, მისი იდეა კი მდგომარეობს დაბალი გაფართოების გამოსახულების ვიზუალიზაციასა და შემდეგ მასშტაბირებაში უკეთესი წარმადობის მიღებისთვის. 

ამასთან, მნიშვნელოვანი განსხვავებებია AMD-სა და NVIDIA-ს ტექნოლოგიებს შორის. FSR არ საჭიროებს სპეციალურ აპარატულ ბლოკებს და ღია კოდი აქვს, შედეგად ტექნოლოგია ხდება პოტენციურად ქმედითუნარიანი პრაქტიკულად ნებისმიერ გრაფიკულ პროცესორთან. პრეზენტაციის ფარგლებში FSR-დეველოპერებმა მოახდინეს ტექნოლოგიის GeForce GTX 1060 დაფაზე მუშაობის დემონსტრირება. 

რაც შეეხება Microsoft-ის გეიმინგ-კონსოლებს, დეველოპერებმა განაცხადეს, რომ მათში FSR-ის მხარდაჭერა გამოჩნდება მომავალში, მაგრამ უფრო მეტი დეტალი არ გახმაურებულა. – „მოხარულნი ვართ, რომ შეგვიძლია Xbox-ში გამოვიყენოთ AMD FidelityFX Super Resolution ტექნოლოგია, როგორც კიდევ ერთი მეთოდი კადრის განახლების სიხშირისა და გაფართოების გაზრდისთვის. მალე ხელთ გვექნება გასაზიარებელი რამ“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

მრიგად, FSR აფართოებს მოქმედების არეალს. ცოტა ხნის წინ AMD-მ განაცხადა, რომ ტექნოლოგიის მხარდაჭერა ექნება მოძველებულ Radeon RX 480 და Radeon RX 470 ვიდეო დაფებსაც, Radeon RX 6000, Radeon RX 5000 და სხვა სერიებთან ერთად. Intel-მა კი მინიშნება გააკეთა, რომ Xe-HPG გრაფიკულ პროცესორებსაც შესაძლოა ჰქონდეთ FSR-ის მხარდაჭერა, თუმცა ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. 

Link to comment
Share on other sites

კონფერენციაზე რო არ უხსენებია კონსოლები? 22 ში მიიღებს კონსოლებიც?

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.