Jump to content

მოსაზრება: ჩინეთში მაინინგის აკრძალვა გააუმჯობესებს Bitcoin-ის მოპოვების ეკოლოგიას


Recommended Posts

image.png 

ჰიდროენერგეტიკა, გეოთერმული, მზისა და ქარის ენერგია უკვე უზრუნველყოფს Bitcoin-ის ჰეშრეითის მნიშვნელოვან წილს, ხოლო ჩინეთში მაინინგის შესაძლო აკრძალვა შეამცირებს ნახშირის წილს. ეს აზრი გამოხატა დენიელ ფრუმკინმა Braiins-იდან. 

მისი თქმით, კრიპტოვალუტის მოპოვების ეკოლოგიურობის კრიტიკოსები არ ითვალისწინებენ მაინერების მიერ თანამდევი გაზის გამოყენების ზრდას. ატმოსფეროში გამოფრქვეული ან უსარგებლოდ დამწვარი ნავთობის აირის მოცულობა მხოლოდ შეერთებულ შტატებში საკმარისია წელიწადში 162 ტვტ/სთ ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის, ხოლო Bitcoin-ის ქსელის ენერგმოხმარება 115 ტვტ/სთ- შეადგენს,  აღნიშნა ფრუმკინმა. ამ რესურსის გამოყენება მაინინგისთვის არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში იზრდება. 

ფრუმკინმა ხაზი გაუსვა, რომ ავად განახლებადი ენერგიის წყაროების ეკოლოგიურობის აღქმა საკმაოდ პირობითია. მაგალიად, მზის ბატარეების წარმოების მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ცენტრია ჩინეთის პროვინცია სინცზიანი, რომელიც ამისთვის იყენებს ნახშირის ენერგიას. მზის პანელების შექმნაზე იხარჯება ამოწურვადი ნედლეულის დიდი რაოდენობა, რომლის მოპოვება გარემოს ზიანს აყენებს. 

Braiins-ის ინჟინერი თვლის, რომ Bitcoin-ის ქსელის ენერგმოხმარება, რაზეც კრიტიკოსები ამახვილებენ ყურადღებას, არაფერს მეტყველებს გარემოს ეკოლოგიაზე მაინინგის რეალური გავლენის შესახებ. 

ფრუმკინმა ასევე გააკეთა მზის ენერგიით Bitcoin-ის მოპოვების ანალიზი და დაადასტურა Square-ისა და ARK Invest-ის სპეციალისტების მიერ შემოთავაზებული მოდელის ქმედითუნარიანობა. ამ კომპანიების ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მაინინგის ელექტროენერგიის ქსელში ინტეგრირება დააჩქარებს გადასვლას განახლებადი ენერგიის წყაროებზე. 

Link to comment
Share on other sites

თვითონ არ აწყობს როგორც ჩანს ბოლომდე ჩინეთის ხელისუფლებას მაგის გაკეთება, ნუ მოპოვებული ბიტკოინის 80% ჩინეთის ტერიტორიაზე ყოფილა განლაგებული და აგრძალვა თუ არა შეზრუდვა ჭირდება აშკარათ, ჩვენი ყვეყანა მგონი მეოთხეზე იყო ლამის ანუ 3 ადგილზე დარჩენილი 20%-ან, მთლიანი დენის აბიომი კი ეხლანდელი არგენტინის დენის გამოყენებას უდრისო ამ ეტაპზე უკვე, მაგრამ მაქედან 80% ჩინეთშია

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.