Jump to content

ციფრული იუანის შემქმნელმა დაუშვა CBDC-ის მუშაობა Etehreum-ის მსგავს ქსელებში


Recommended Posts

image.png 

CBDC-ებმა შესაძლოა იმუშაონ ისეთ ქსელებში, როგორებიცაა Ethereum და Diem და დაიმატონ ორდონიანი მოდელები, სადაც ცენტრალური ბანკები ანაწილებენ ტოკენებს შუამავლების მეშვეობით. ამგვარი აზრი გამოქვა ჩინეთის სახალხო ბანკის ეროვნული ციფრული ვალუტების განყოფილების ყოფილმა ხელმძღვანელმა იაო ცანმა. 

იგი ციფრულ იუანზე მუშაობდა 2014-დან 2019 წლამდე. ამჟამად იაო არის ჩინეთის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისიის სამეცნიერო და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 

”CBDC- ების ფუნქციონირება საზოგადოებრივ ქსელებში ჩინეთის ეროვნულ ბანკს საშუალებას მისცემს მომხმარებლებს შორის ტოკენები გაანაწილოს უშუალოდ Blockchain-as-a-service (ბლოკჩეინი, როგორც სერვისი) სისტემის მეშვეობით, ბროკერის საჭიროების გარეშე”, - განაცხადა მან. 

იაომ დაუშვა ორსაფეხურიანი სისტემის პარალელური მუშაობა, რომლისკენაც მიმართულია ცენტრალური ბანკების უმრავლესობა და გადაწყვეტილებები შუამავლების გარეშე. მან ხაზი გაუსვა, რომ ბოლო მათგანი საინტერესო იქნება საბანკო ანგარიშების არმქონე პირებისთვის და ჯამში მომხმარებლები ისარგებლებენ არჩევანის საშუალებით.  

”ორდონიანი CBDC მოდელები და მოდელები შუამავლების გარეშე არ წარმოადგენენ ალტერნატივებს. ისევე, როგორც ტაქსებსა და ავტობუსებს, მათ შეუძლიათ ჰარმონიულად იმუშაონ ”, - განმარტა მან. 

ოფიციალური პირი აგრეთვე შეეხო CBDC-ის კონფიდენციალურობის საკითხს და აღნიშნა, რომ ტოკენების გამოშვებისკენ უბიძგებს გაციფრულების ტალღა და ჩინეთის ეროვნული ბანკი არ გეგმავს ხელისუფლებას დაეხმაროს „ყველა ტრანზაქციის დანახვაში“. 

შეგახსენებთ, ჩინეთის ეროვნული ბანკის CBDC ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გამორიცხა სრულიად ანონიმური ეროვნული ციფრული ვალუტის გამოშვება. 

იანვარში ჩინეთის ეროვნული ბლოკჩეინ-პლატფორმის (BSN) შემქმნელებმა დააანონსეს ციფრული იუანის ინტეგრაცია ოცდაათ საჯარო ბლოკჩეინთან 2021 წელს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.