Jump to content

AMD-მ წარადგინა FidelityFX Super Resolution - გამოსახულების მასშტაბირების ღია ტექნოლოგია ხელოვნური ინტელექტით


Recommended Posts

კომპანია AMD-მ ოფიციალურად წარადგინა FidelityFX Super Resolution (FSR) - ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების საფუძველზე გამოსახულების გაფართოების გაზრდის საკუთარი ტექნოლოგია. ანალოგიური NVIDIA DLSS-ისგან განსხვავებით AMD-ის ტექნოლოგია უფრო მოქნილია, რადგანაც ღია კოდი აქვს და შეუძლია იმუშაოს არა მხოლოდ AMD-ს ვიდეო დაფებზე, არამედ ბევრ კონკურენტ GPU-ზეც. 

image.jpeg 

კომპანიის განცხადებით, FSR ტექნოლოგია საშუალებას იძლევა მოქნილად დარეგულირდეს ბალანსი ხარისხსა და წარმადობას შორის, უზრუნველყოფილ იქნას საუკეთესო გამოსახულება სხვადასხვა სისტემისთვის. ამ ტექნოლოგიის მეშვეობით შესაძლებელი იქნება კადრების სიხშირის ზრდა ცალკეულ თამაშებში ორჯერზე მეტად - აცხადებს AMD. 

image.jpeg 

ახალი ტექნოლოგიის ეფექტურობა მოყვანილია თამაშ Godfall-ის მაგალითზე. 4K (3840 × 2160 პიქსელი) გაფართოებაზე მაქსიმალური გრაფიკული პარამეტრებისა და რეითრეისინგის პირობებში Radeon RX 6800 XT ვიდეო დაფის მქონე სისტემა უზრუნველყოფს საშუალოდ 49 FPS-ს. FidelityFX Super Resolution გამოსახულების ხარისხის ოთხი დონის გამოყენების საშუალებას იძლევა. საუკეთესო ხარისხის შემთხვევაში კადრის განახლების სიხშირე იზრდება 78 FPS-მდე, მინიმალურზე კი - 150 FPS-მდე. ამასთან, ვიზუალურად გამოსახულება საკმაოდ მისაღები რჩება. 

FSR შეიძლება კიდევ უფრო სასარგებლო იყოს შედარებით ძველი ვიდეო დაფების მფლობელებისთვის. იმავე Godfall-ში ახალ ტექნოლოგიას შეუძლია NVIDIA GeForce GTX 1060 დაფის მქონე სისტემაში კადრების სიხშირის 41%-ით გაზრდა. 

image.jpeg 

ტექნოლოგია AMD FidelityFX Super Resolution-ს მუშაობა შეუძლია არა მხოლოდ AMD-ის ვიდეო დაფებზე, არამედ ასევე კონკურენტ გადაწყვეტილებებზე, რაც მის მეტად მომგებიანობას უსვამს ხაზს ანალოგიურ NVIDIA DLSS ფუნქციასთან შედარებით, რომლითაც მხარდაჭერილია მხოლოდ GeForce RTX სერიის მოდელები. თავად კომპანია AMD აღნიშნავს, რომ მის ტექნოლოგიას გააჩნია ასზე მეტი ცენტრალური და გრაფიკული პროცესორის მხარდაჭერა.  

image.jpeg 

FSR ტექნოლოგია წარმოდგენილია ღია კოდით, დამყარებულია ინდუსტრიულ სტანდარტებზე, ამიტომ მისი დანერგვა ახალ და უკვე არსებულ თამაებში საკმაოდ მარტივი პროცესი უნდა იყოს. ტექნოლოგია AMD FidelityFX Super Resolution მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი 22 ივნისს გახდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.