Jump to content

AMD-მ წარადგინა Advantage Design Framework — იდეალური გეიმინგ-ლეპტოპის კონცეფცია


Recommended Posts

AMD-მ წარადგინა კონცეფცია Advantage Design Framework, რომლის მეშვეობით კომპანია პარტნიორებთან ერთად აპირებს გადახედოს მაღალი წარმადობის გეიმინგ-ლეპტოპების განსაზღვრებას. ხსენებული პლატფორმის ფარგლებში დამზადდება გეიმინგ-ლეპტოპები AMD-ის მოწინავე აპარატულ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

არსებული ცნობების თანახმად AMD Advantage ლეპტოპებში გაერთიანებულია AMD Ryzen 5000 მობილური პროცესორები Radeon RX 6000M გრაფიკულ ამაჩქარებლებთან, ასევე წარმოდგენილი იქნება AMD FreeSync ტექნოლოგიის მხარდაჭერის მქონე დისპლეები, სწრაფი NVMe SSD-ები, AMD-ის საფირმო პროგრამული უზრუნველყოფა და სხვა მოწინავე ტექნოლოგიები. 

image.jpeg 

image.jpeg 

კომპანიის განცხადებით, AMD Advantage ლეპტოპები შეიქმნება „ახალი დონის წარმადობისა და სიჩქარის უზრუნველყოფის მიზნით“. მხარდაჭერილი იქნება საფირმო ტექნოლოგიები SmartShift და Smart Access Memory, რომლებიც ხელს უწყობენ თამაშებში წარმადობის ამაღლებას. 

image.jpeg 

image.jpeg 

აღსანიშნავია, რომ AMD Advantage ნოუთბუქები ოპტიმიზებულია, რათა უზრუნველყოს გეიმინგ-პროცესი წამში 100 კადრზე მაღალი სიხშირით. გამოსახულების გამოტანა მოხდება მაღალი ხარისხის OLED ან IPS დისპლეებზე, რომელთა კადრის განახლების სიხშირე იქნება 144 ჰერცი, სიკაშკაშის მაჩვენებელი - 300 კდ/² და ხარისხიანი ფერთა გადაცემა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დისპლეებს ექნება AMD FreeSync-ის მხარდაჭერა. 

image.jpeg 

AMD Advantage ლეპტოპების ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს ბატარეა, რომლის ერთი დამუხტვა საკმარისია 10-საათიანი ვიდეოს ყურებისთვის. ასევე აღნიშნა, რომ ლეპტოპების სისტემა ისე იქნება მოწყობილი, რომ არ გადახურდეს კლავიატურა, განსაკუთრებით WASD ღილაკების არეში, რათა უზრუნველყოფილ იქნას კომფორტი თამაშის პროცესში. 

image.jpeg 

image.jpeg 

მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს ბაზარზე გამოვა რამდენიმე AMD Advantage პორტატული კომპიუტერი. ივნისში უნდა გამოვიდეს ASUS ROG Strix G15 და G17 Advantage Edition, რომლებიც დამყარებული იქნება Ryzen 9 5900HX პროცესორსა და Radeon RX 6800M გრაფიკულ ადაპტერზე. ასევე მოსალოდნელია, რომ გამოვა ლეპტოპი HP Omen 16 - Ryzen 9 5900HX პროცესორითა და Radeon RX 6600M ვიდეო დაფით. წლის დასასრულს კი უნდა გამოვიდეს AMD Advantage ნოუთბუქები Lenovo-სა და MSI-სგან. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.