Magdalena Posted June 3, 2021 Share Posted June 3, 2021 სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა CES 2020-ზე კომპანია Intel-მა წარადგინა წინა მოდელებთან შედარებით საკმაოდ დიდი ზომის პორტატული კომპიუტერი Next Unit of Computing (NUC). მას ეწოდა PC 5L და მასში არსებული სივრცე ცალკე ვიდეო დაფისთვის მოწყობილობას აქცევს გეიმერებისთვის მომგებიან გადაწყვეტილებად. ამჯერად მის ჩასანაცვლებლად კომპანიამ წარადგინა Ghost Canyon: 8L Intel NUC 11 Extreme Kit, ასევე ცნობილი, როგორც Beast Canyon. შეიძლება ითქვას, რომ აქ ყველაფერი მეტია. მომხარებელს არ მოუწევს კომპიუტერების აწყობის სირთულეების შესწავლა. შესაძლებელია გამოყენებულ იქნას Intel Compute Element, ავტონომიური კომპიუტერი PCIe დაფის ფორმატში. მასში მოცემულია H სერიის საკმაოდ მძლავრი პროცესორი, ოპერატიული მეხსიერება და მონაცემთა შესანახი მოწყობილობა. დამატებით შესაძლებელია განთავსდეს სრული ზომის ვიდეო დაფა. დაფის სიგრძე შესაძლოა იყოს 30 სმ და დაიკავებს ორ სლოტს. Ghost Canyon-ში თავსდებოდა გაცილებით პატარა დაფები, რაც განაპირობებდა უფრო დაბალ წარმადობას. ეს ნიშნავს, რომ ახალი კომპიუტერის კორპუსი უფრო დიდია, მისი მოცულობა 8 ლიტრს შეადგენს. მიმდინარე წელს Intel-მა უკვე გამოუშვა გეიმინგ Tiger Lake NUC, ასე რომ ეს სიახლე დასაშვებია მოულოდნელობად ჩაითვალოს. Skull Canyon-ისა და Hades Canyon-ის მსგავსი მოდელები ზურგჩანთაში ადვილად თავსდება. Intel-ს სამი წლის განმავლობაში არ გამოუშვია ამ მოწყობილობების მსგავსი არაფერი, მაგრამ მიმდინარე წელს ანაზღაურება გადაწყვიტა. მოდელი, რომელიც Ghost Canyon-ს ჩაანაცვლებს, გამოვა მომდევნო ან 2023 წელს. Phantom Canyon-ს აქვს Tiger Lake U სერიის პროცესორი. Intel ამტკიცებს, რომ Beast Canyon-ს განიხილავს, როგორც მობილური H პროცესორების ხაზის ნაწილს, რომელთა წარდგენა მაისში შედგა. ახალ NUC 11 Extreme Compute Elements-ებს ექნება Core i5, Core i7 და Core i9 პროცესორები და 65 ვატამდე TDP. NUC 11 Extreme Compute Element-ს თუ შევადარებთ ამჟამინდელ NUC 9 ვერსიას, კონექტორების ნაკრები დაახლოებით იგივეა. განსხვავებულია მხოლოდ ერთი Ethernet კონექტორი ორის ნაცვლად და ორი დამატებითი USB Type-A. აგრეთვე შეიცვალა გაგრილების სისტემის ჭრილების განლაგება. უფრო მეტად შესამჩნევია გარეგნული ცვლილებები. Ghost Canyon-ის მქრქალი, ასკეტური დიზაინი წარსულს ჩაბარდა, მის ნაცვლად გამოყენებულია შავი პრიალა პლასტმასა და უფრო მეტად სწორი კუთხეები. ასევე, უფრო მეტი განათებაა ლოგოტიპსა და წინა პანელზე. Intel უახლოეს მომავალში გააზიარებს დამატებით ინფორმაციას. ამჟამად უცნობია სამომავლო კომპიუტერის ღირებულება. https://bit.ly/3fXHl4X Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.