Jump to content

Intel მიმდინარე წელს გამოუშვებს პორტატულ გეიმინგ კომპიუტერ Beast Canyon-ს


Recommended Posts

სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა CES 2020-ზე კომპანია Intel-მა წარადგინა წინა მოდელებთან შედარებით საკმაოდ დიდი ზომის პორტატული კომპიუტერი Next Unit of Computing (NUC). მას ეწოდა PC 5L და მასში არსებული სივრცე ცალკე ვიდეო დაფისთვის მოწყობილობას აქცევს გეიმერებისთვის მომგებიან გადაწყვეტილებად. ამჯერად მის ჩასანაცვლებლად კომპანიამ წარადგინა  Ghost Canyon: 8L Intel NUC 11 Extreme Kit, ასევე ცნობილი, როგორც Beast Canyon. 

image.jpeg 

შეიძლება ითქვას, რომ აქ ყველაფერი მეტია. მომხარებელს არ მოუწევს კომპიუტერების აწყობის სირთულეების შესწავლა. შესაძლებელია გამოყენებულ იქნას Intel Compute Element, ავტონომიური კომპიუტერი PCIe დაფის ფორმატში. მასში მოცემულია H სერიის საკმაოდ მძლავრი პროცესორი, ოპერატიული მეხსიერება და მონაცემთა შესანახი მოწყობილობა. დამატებით შესაძლებელია განთავსდეს სრული ზომის ვიდეო დაფა. 

დაფის სიგრძე შესაძლოა იყოს 30 სმ და დაიკავებს ორ სლოტს. Ghost Canyon-ში თავსდებოდა გაცილებით პატარა დაფები, რაც განაპირობებდა უფრო დაბალ წარმადობას. ეს ნიშნავს, რომ ახალი კომპიუტერის კორპუსი უფრო დიდია, მისი მოცულობა 8 ლიტრს შეადგენს. 

მიმდინარე წელს Intel-მა უკვე გამოუშვა გეიმინგ Tiger Lake NUC, ასე რომ ეს სიახლე დასაშვებია მოულოდნელობად ჩაითვალოს.  Skull Canyon-ისა და Hades Canyon-ის მსგავსი მოდელები ზურგჩანთაში ადვილად თავსდება. Intel-ს სამი წლის განმავლობაში არ გამოუშვია ამ მოწყობილობების მსგავსი არაფერი, მაგრამ მიმდინარე წელს ანაზღაურება გადაწყვიტა. მოდელი, რომელიც Ghost Canyon-ს ჩაანაცვლებს, გამოვა მომდევნო ან 2023 წელს. 

image.jpeg 

Phantom Canyon-ს აქვს Tiger Lake U სერიის პროცესორი. Intel ამტკიცებს, რომ Beast Canyon-ს განიხილავს, როგორც მობილური H პროცესორების ხაზის ნაწილს, რომელთა წარდგენა მაისში შედგა. ახალ NUC 11 Extreme Compute Elements-ებს ექნება Core i5, Core i7 და Core i9 პროცესორები და 65 ვატამდე TDP. 

NUC 11 Extreme Compute Element-ს თუ შევადარებთ ამჟამინდელ NUC 9 ვერსიას, კონექტორების ნაკრები დაახლოებით იგივეა. განსხვავებულია მხოლოდ ერთი Ethernet კონექტორი ორის ნაცვლად და ორი დამატებითი USB Type-A. აგრეთვე შეიცვალა გაგრილების სისტემის ჭრილების განლაგება. 

უფრო მეტად შესამჩნევია გარეგნული ცვლილებები. Ghost Canyon-ის მქრქალი, ასკეტური დიზაინი წარსულს ჩაბარდა, მის ნაცვლად გამოყენებულია შავი პრიალა პლასტმასა და უფრო მეტად სწორი კუთხეები. ასევე, უფრო მეტი განათებაა ლოგოტიპსა და წინა პანელზე. 

image.jpeg 

Intel უახლოეს მომავალში გააზიარებს დამატებით ინფორმაციას. ამჟამად უცნობია სამომავლო კომპიუტერის ღირებულება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.