Jump to content

Bitcoin-ის მაინინგის სირთულე 16%-ით შემცირდა


Recommended Posts

image.jpeg 

ბოლო გადაანგარიშების თანახმად პირველი კრიპტოვალუტის მოპოვების სირთულე 21.05 T-მდე შემცირდა. სერვისი BTC.com პროგნოზირებს მაჩვენებლის ვარდნას თითქიმის 16%-ით - 17.72 T-მდე. 

13 მაისს მიღწეულ რეკორდულ დონესთან შედარებით მაინინგის სირთულე 16%-ით შემცირდა. 

image.png 

წყარო: BTC.com. 

მაისის უმეტეს პერიოდში Bitcoin-ის ქსელის ჰეშრეითი ნეგატიურ დინამიკას დემონსტრირებს. 

image.png 

Bitcoinის ჰეშრეითის 7-დღიანი ცვლადი შუალედის მაჩვენებელი. წყარო: Glassnode. 

ჰეშრეითის ვარდნა დაიწყო ერთი კვირით ადრე, სანამ ჩინეთი გადაწყვეტდა მკაცრი ზომების მიღებას კრიპტოვალუტების მაინინგისა და მათი გამოყენებით ვაჭრობის შესახებ. 

მაისის მეორე ნახევრიდან ბლოკებს შორის ინტერვალი სტაბილურად აჭარბებს 10 წუთს. 

image.png 

წყარო: BitInfoCharts. 

ზოგიერთმა მაინერმა დაიწყო მიგრაცია ჩრდილოეთ ჩინეთის ჰიდროენერგეტიკით მდიდარი პროვინცია სიჩუანისკენ. სიჩუანის ელექტროსადგურებმა შეზღუდეს მიწოდება ენერგომოცულობითი ინდუსტრიისთვის, მათ შორის მაინინგისთვის მიმდინარე წელს დაგვიანებული წვიმების სეზონის გამო“ - აღნიშნა ვოლფი ჩჟაომ The Block-იდან. 

შეგახსენებთ, მაისში შიდა მონღოლეთის ხელისუფლებამ დაიწყო ბრძოლა უკანონო მაინინგის წინააღმდეგ. ცოტა ხნის წინ გახმაურდა სანქციები კრიპტოვალუტის მოპოვების უკანონო საქმიანობისთვის: 

შიდა მონღოლეთის რეფორმისა და განვითარების კომისიამ (DRC) წარმოადგინა ღონისძიებების ჩამონათვალი უკანონო მაინინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებთან მიმართებაში, რომლებიც მოქმედებენ ავტონომიურ რეგიონში. 

სანქციები კრიპტოვალუტის მოპოვების უკანონო საქმიანობისთვის შეეხება შემდეგ დაწესებულებებს: 

  • ინდუსტრიულ პარკებს; 

  • მონაცემთა ცენტრებს; 

  • სატელეკომუნიკაციო კომპანიებს; 

  • ელექტროსადგურებს; 

  • ქლაუდ-გამოთვლებზე სპეციალიზებულ კომპანიებს; 

  • ინტერნეტ-კაფეებს; 

  • სხვა ორგანიზაციებსა და კერძ პირებს, რომლებიც სარგებლობენ საგადასახადო, მიწის ფლობის ან ენერგეტიკული შეღავათებით. 

სამრეწველო პარკებსა და მონაცემთა ცენტრებს მოუწევთ ენერგიის მოხმარების შემცირება. სატელეკომუნიკაციო კომპანიებს ეკრძალებათ მუშაობა მაინერებთან - დამრღვევებს ემუქრებიან ლიცენზიის გაუქმებით. 

ჩინეთის ხელისუფლება სისხლისსმართლებრივი დევნით ემუქრება იმ მაინერებს, რომლებიც ქსელს ნებართვის გარეშე დაუკავშირდებიან. ასევე აღკვეთილი იქნება ფულის გათეთრებისა და კრიპტოვალუტების გამოყენებით დაფინანსების მოზიდვის მცდელობები. დახურავენ ინტერნეტ-კაფეებს, თუკი მათ ტერიტორიაზე მაინინგ-აქტივობის ფატი გამოვლინდება. 

ასევე ცნობილია, რომ კრიპტოვალუტების მოპოვებასთან დაკავშირებული კომპანიები და შესაბამისი თანამშრომლები არასანდო პირების სიაში მოხვდებიან. არალეგალური საქმინობით დაინტერესდებიან სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც კონტროლს და ზედამხედველობას ახორციელებენ კანონმდებლობის დაცვაზე. 

მომავალში უკანონო მოპოვებასთან ბრძოლის გეგმები შეიძლება წარმოადგინონ  ცენტრალურმა ბანკმა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტრომ. 

გარკვეული პერიოდის წინ შეიქმნა პლატფორმა, რომლის მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლია აცნობონ მაინერების საქმიანობის შესახებ ავტონომიურ რაიონში. 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ აუცილებელია „Bitcoin-ის მაინინგთან და მისით ვაჭრობასთან ბრძოლა, ასევე ინდივიდუალური რისკების სოციალური სფეროში გადაცემის თავიდან აცილება". 

Link to comment
Share on other sites

ზოგადათ სერიოზული სელაუტის შემდეგ იციან კურსის დაბალზე გაჩერება რამდენიმე კვირით კრუპნი ვეილსებმა, ეგ იძლევა კოინების იაფათ ყიდვის საშვალებას ( ნუ 50000$+ თუ ავიდა ისევე მაშინ გაცილებით ნაკლები აქტიურობაა მაგ მხრივ) ამიტომ მასეთი დროპების შემდეგ მცირდება ბიტკოინის მაინინგის სირთულეც, როცა კრიზისი იწელება ეგ მაჩვენებელი კიდე მატულობს უფრო, განსაკუთრებით თუ ნაწილი გავიდა მაინინგიდან ან დაუსრულდა მუშაობის სროკი, ანუ გამოვიდა ექსპლუატაციიდან და ახალი ასიკებით აღარ შეუვსიათ მაგ კრიზისის გამო, მეორე მხრივ ეგრე დიდხანს არა მგონია გაგრძელდეს, შეიძლება ახალი ინვესტიციების შემდეგ ისევ გაცდეს ბიტკოინის კურსი 40000$ და მოგვიანებით შეიძლება 50000$, ეხლა ბევრი 20000$ ელოდება მაგხელა ფასის ვარდნების შემდეგ, ეგეც შეიძლება როგორც 43000$+ კურსის აწევა, რახან ეხლაც კი 38000$ უახლოვდება კურსი და მაქედან შეიძლება ატაკა უფრო მაღალ კურსზეც, 33000-35000$ მაგის გაკეთება რა თქმა უნდა გაცილებით რთულია და უფრო სერიოზულ აბიომებზეა უკვე ლაპარაკი ვიდრე ეხლა, სირთულე რაც უფრო მაღალი იქნება კურსი მით უფრო მოიმატებს და პირიქით, ეგ ასიკების საერთო რაოდენობაზეც მოქმედებს, ჩინეთში თუ აგრძალეს და შტატებში ბიტკოინით მაინინგი შემცირდება რაოდენობა და სითულეც დაიკლებს მაგ შემთხვევაში, თუმცა ლონგ რანში შეიძლება ინფლიაციის შემცირების გამო ბიტკოინის ფასი კიდე უფრო გაიზარდოს მაგის გამო, ჯერ-ჯერობით მარტო გარკვეულ შეზღუდვებზე ლაპარაკობენ და არა მთლიანათ აგრძალვაზე, ეხლა მაინც არ ჩანს კურსის გაზრდას აპირებენ თუ კიდე უფრო შემცირებას, 50-50% მგონია მე, თუმცა ერთი ზრდა შეიძლება კიდე მოხდეს რეზკი დაცემამადე 42000-43000$ ფარგლებში მაინც და ეთერეუმიც გაცდება 3000$ მაგ შემთხვევაში დროებით მაინც, ვინც დიდ მინუსებში დარჩა და ვერ მოასწრო ბიტკოინ-ეთერეუმის გაყიდვა, ეგ ალბათ ოპტიმალური დრო იქნება კოინების გაყიდვის, მითუმეტეს მოგვაინებით თუ რეზკათ დაეცა მართლა მერეც შეიძლება ყიდვა და დაუნტრენდზე ვაჭრობა, მაგრამ ეგ შესაძლებელია მარტო ტეტერში თუ გაქვს თანხა და არა ეთერეუმ-ბიტკოინში

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.