Jump to content

გამოკითხვა: ქალების 59% ყიდულობს კრიპტოვალუტებს და ფოკუსირებულია მათ კაპიტალიზაციაზე


Recommended Posts

image.jpeg 

ქალები პრაქტიკულად უდგებიან ციფრული აქტივების არჩევას თავიანთი საინვესტიციო პორტფელისთვის და უპირატესობას ანიჭებენ მონეტის ლიკვიდურობას და არა მასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს. ამას მოწმობს საკონსულტაციო კომპანია BDC Consulting-ის გამოკითხვა, რომელიც 28 ქვეყნის 400 ქალს შორის ჩატარდა. 

კვლევის მონაწილეთა საშუალო ასაკი შეადგენდა 25-დან 44 წელს. 78-მა პროცენტმა თავიანთი ცოდნა კრიპტოვალუტებში შეაფასა, როგორც „საშუალო“ ან „საშუალოზე მაღალი“, ამასთან, მხოლოდ 35.4% მუშაობს უშუალოდ კრიპტოსფეროში - დანარჩენი პირები უბრალოდ ინვესტირებას ახდენენ ციფრულ აქტივებში. 

გამოკითხულთა 36.7% ინდუსტრიას შეუერთდა პირად გარემოცვაში არსებული ინფორმატორის წყალობით. 18-მა პროცენტმა კრიპტოვალუტების შესახებ საინფორმაციო მედია-საშუალებებიდან შეიტყო. 

ქალების 57-მა პროცენტმა ციფრულ აქტივებში ინვესტირება ან ვაჭრობა დაიწყო ქონების გაზრდის მიზნით. 50-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ სურდათ რაიმე ახლის მოსინჯვა, 44%-ს კი სწრაფვა ჰქონდა ფინანსური დამოუკიდებლობისკენ. 

გამოკითხულთა 75% თავს მიიჩნევს უფრო ინვესტორად, ვიდრე ტრეიდერად. მხოლოდ 20-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ძირითადად ვაჭრობით არიან დაკავებულნი. იმ ქალებს შორის, ვინც სამ წელზე მეტია ინვესტიციას დებენ კრიპოვალუტაში, 69% პროფილურ სეგმენტში მუშაობს. 

გამოკითხულთა უმეტესობას კრიპტოვალუტებში იზიდავს თავისუფლების სხვადასხვა ასპექტი: საკუთარი ფინანსების მართვის შესაძლებლობა - 56.5%, დეცენტრალიზაცია - 55.8% და ფინანსური დამოუკიდებლობის განცდა - 51%. დაბალი საკომისიო გადასახადები და სახელმწიფო შეზღუდვები გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვანია. 

პორტფელის ფორმირების უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმად 59% ასახელებს აქტივის კაპიტალიზაციას, 52% - პროექტის მოთხოვნას არსებული პრობლემების გადაჭრისთვის, 39% - კრიპტოსავალუტო ფონდების მიერ პროექტის ფინანსირებას. მხოლოდ 16%-სთვის არის მნიშვნელოვანი, რომ პროექტს კარგად ახასიათებდნენ ცნობილი პიროვნებები. 

იმ მრავალ მიზეზს შორის, რომლებიც ქალებს კრიპტობაზარზე შესვლას ურთულებენ, ბევრმა დაასახელა პროექტების პრეზენტაციის სუფთა მამაკაცური სტილი, ტექნიკური ჟარგონების სიმრავლე, აგრეთვე ქალების მიმართ დამამცირებელი და არაკორექტული დამოკიდებულება ჩატებსა და ფორუმებზე. 

სხვა ბარიერებს შორისაა საგანმანათლებლო მასალებისა და ინვესტირების თავისუფალი რესურსების ნაკლებობა. 

მიმდინარე წლის აპრილში Bitcoin-ბირჟა Gemini-მ დაადგინა, რომ აშშ-ის მოქალაქეების დაახლოებით 63% დაინტერესებულია ციფრული აქტივებით, თუმცა არ ფლობს მათ. ამ გამოკიხვის ნახევარზე მეტს ქალები შეადგენდნენ. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.