Jump to content

არსებულ ვიდეო ბარათზე მირჩიეთ სისტემა


Recommended Posts

გამარჯობა,მაქვს ვიდეობარათი geforce gtx1070ti 8gb, მსურს ხვალ/ზეგ ავაწყო გეიმინგ პროცესორი, რომელი პროცესორი შევიძინო სად რას მივაქციო ყურადღება რო ზედმეტად არ დავიხარჯო, ბიუჯეტი 1000$

187660768_961876934627675_4890813193847505570_n.jpg

190278637_287684583067198_3854441206130366183_n.jpg

Link to comment
Share on other sites

სავარაუდოდ მონიტორი გაქვს ხომ?

გააჩნია რას აპირებ,

თუ მაგალითად CS Go თამაშობ პროფესიონალურად და 300+ FPS გინდა, მაქსიმალურად  ძლიერი CPU გჭირდება (i7/i9 ან Zen 3 სერიის AMD R7)

თუ არა, i5-იც გეყოფა (მე-10 ან მე-11 სერიის ძალიან დიდი განსხვავება არაა წარმადობაში) ან R5 (3000 სერიის უფრო იაფია, თუმცა 5000 სერიის ჯობია), თან მათი გაგრილებაც გაცილებით ადვილია კარგი ჰაერის ქულერით

დედაპლატაც შეარჩიე პროცესორთან თავსებადი, თუკი overclocking-ს არ აპირებ, ძვირიანი დედაპლატა (Z ან X სერიის) არ გჭირდება,

RAM მინიმუმ 16 გბ (dual channel-ით) Ryzen პროცესორისთვის სასურველია მაღალი სიხშირის 3000+, ინტელსაც არ წყენს მაღალი სიხშირე, მაგრამ დაბალი ტაიმინგები CL უფრო ჯობია ვიდრე 3000+ სიხშირე, თან B სერიის დედაპლატები მგონი 2666 MT-ზე მეტს არც აღიქვამს

თუ გაწვდები 32 გბ (2×16 ან 4×8)

რაც შეეხება მეხსიერებას, აუცილებლად SSD, სასურველია NVME (ზომ დედაპლატას აქვს 2 სლოტოც x4 სიხშირის), თუ არა მინიმუმ SATA SSD მაინც

ამ წუთში თუ რამე ინტენსიურს არ აკეთებ (ვიდეო მონტაჟი მაგალითად) დიდი სხვაობას ვერ იგრძნობ NVME და SATA SSD-შორის, მაგრამ სამომავლოდ ახალი თამაშები სავარაუდოდ NVME მოითხოვენ ოპტიმალური Experience-ისთვის

 

Link to comment
Share on other sites

აქვს დიდი მნიშვნელობა გაქვს უკვე მონიკი თუ არა, თუ გაქვს 1000$ მოგივა საკმარისზე ნორმალური სბორკა ნახმარი მაინც რომელიც 1070 კი არა და 3070 ეყოფა პრინციპში კარგ დონეზე რომ გათამაშოს, თუ მონიკი არ გაქვს 1000 ლარის თემა მაინც გამოდის შედარებით ნორმალური 1080P-ზე, რახან ეგ კარტა 2K მოკვდება უკვე, ნუ რაც არ უნდა აიღო ბოლომდე გაწურავს 1000$ მაგ კარტას ალბათ, რიზენზეც მოგივა 1000$ და ინტელის 1000 სერიაზეც კი ალბათ, ნუ 10400 თუნდაც რაც საკმარისზე ბევრი იქნება ეგეთი კარტისთვის, რიზენზე 3000 სერიის 3600 უნდა მოგივიდეს და მინიმუმ აიღე 3000MHZ ან 3200 16გბ კიტები, მაგაზე ნაკლები არ ღირს უკვე ეხლა, თუ აპგრეიდს არ აპირებ გეყოფა ეგეთიც 1080P, თუ 1070 მალე გინდა შეცვალო 32გბ აჯობებს მაგ შემთხვევაში უკვე, თუ მონიკიც საყიდელი გაქვს 3300 ლარათ ალბათ უფრო 2000 სერიის რიზენზე მოგივა 2600 ან Z370 და 8700 მაქსიმუმ უფრო, შეიძლება 3500X და B450 მოგივიდეს 16გბ რამით, მოკლეთ დააკონკრეტე რეები გაქვს კიდე საყიდელი სისტემის გარდა

Link to comment
Share on other sites

მონიტორი არმაქვს მეორადის ყიდვას ვფიქრობ 2კ ჩვენება რო ქონდეს.ვიცი რო ამ ვიდეობარათით ბევრ თამაშს ულტრაზე ვერ ვითამაშებ, უბრალოდ კომპი მინდა ვიდეოს შესაბამისი.არც შემდეგ აპგრეიდებს არ ვაპრიებ რასაც ეხა ავაწყობ ეგ იქნება :) 3კ არის მაქსიმუმი რაშიც მინდა ჩავეტიო მონიტორიანა, ხო და მთავარი პრობლემა ისაა არვიცი სად ავაწყო ვის ვენდო :)

 

 

Link to comment
Share on other sites

ნუ მაიმარკეტზე უნდა ეძებო, თუ გეშინია რომ ვინმე მოგატყუებს და ნახევრათ გაფუჭებულ ნაწილს შემოგაცურებს მაშინ მაღაზიას უნდა ააწყობინო, არის ეგეთი მაღაზიები სადაც ნახმარი ნაწილებით აგიწყობენ სისტემას, ისე აი ეს კარგი ვარიანტი ჩანს მაგრამ ალბათ გაყიდიდა უკვე https://www.mymarket.ge/ka/pr/21117679/Desktop-kompiuterebi/GAMING-PC-Zlieri-sisitema-meCqareba!!!! კაკრაზ ჩადგამდი მაგ კარტას და მიამატები რამე მონიკს 800 ლარამდე და ეგაა 1080P უნდა მოგივიდეს 27 ინჩამდე რამე, აი მაღაზიაც https://www.mymarket.ge/ka/pr/20452193/Desktop-kompiuterebi/R5-3600-16GB-RAM---240GB-SSD კვება გამოაცვლევინე რამე უკეთესზე სადღაც 100 ლარის დამატებით მაინც იგივე სიმძლავრის რომ იყოს მაგრამ უკეთესი ბრენდის ბრონზა მინიმუმ, კულერი უკვე შენ გემოზე ეგ თუ არ მოგეწონა ან ცხელი იქნება ზაფხულში განსაკუთრებით ეგ სპაირი, რავიცი ეგეც მაქსიმუმ 100 ლარის თემა მგონია რამე დიპკული რომ ჩაადგმევინო მაგის მაგივრათ, მოკლეთ არის ვარიანტები, სხვა სბორკებიცაა და ეგეთებიც კიდე მაგ დიაპაზონში, თვიტონ ეგ მაღაზია შემოგთავაზებს სხვადასხვა ვარიანტებს შენ გემოზე მთავარია ბიუჯეტში ჩაეტიო, შეიძლება მონიტორიც მანდვე ქონდეთ თუ არა და მონიკი სხვაგან აიღე უკვე, ერთი ყიდის ეხლა ფაქტიურათ ახალ სამსუნგს 900 ლარათ რუსთავში ჩემი აზრით კარგი ვარიანტია მაგ სპეციფიკაციით https://www.mymarket.ge/ka/pr/21067371/monitori/Samsung-Odissey-G3-27-Inch-1ms-144Hz

Link to comment
Share on other sites

შევუკვეთე სისტემა ხვალ იქნება მზად, ნაწილები ახალიაო,გარანტია ერთი წელი,რა თქმა უნდა ბევრი სირბილით უფრო იაფადაც შეიძლებოდა მაგრამ დავიღალე. მგონი ნორმ გამოვა ამ ვიდეო ბარათზე ოპტიმალური სისტემააო,გადახედეთ შეაფასედ თუ რამე მითხარით შენიშვნები სიამოვნებით მივიღებ :)

itworks-123f685f.pdf

Link to comment
Share on other sites

ნორმალური სბორკაა, თუ ახალი ნაწილებია კარგი პონტი გამოდის 1 წლიანი გარანტიით, ისეა გაძვირებული კარტები ეხლა რომ  მაგ კარტას 2000 ლარათაც ვერ იშოვი მაიმარკეტზე ეხლა, კარტა კი 1080-ზე ბევრათ სუსტი არაა ნამდვილათ

Link to comment
Share on other sites

მშვენიერია, მშვიდობაში.

Link to comment
Share on other sites

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.