Jump to content

Intel-მა დაასრულა მე-14 თაობის Meteor Lake პროცესორების შექმნა


Recommended Posts

კომპანია Intel-მა მიაღწია tape-სტადიას სამომავლო, Meteor Lake თაობის პროცესორების შემუშავებაში. ეს ნიშნავს, რომ კომპანიამ დაასრულა ახალი ჩიპების დიზაინი და ისინი მზადაა tape out სტადიისთვის, შესაბამისად, ინჟნრული ნიმუშების წარმოებისთვის. ამ სიახლის შესახებ Twitter-ის მეშვეობით განაცხადა კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა Gregory Bryant-მა. 

image.jpeg 

ადრე Intel-მა დაადასტურა, რომ Meteor Lake პროცესორების შემადგენლობაში გამოყენებული იქნება რამდენიმე ნახევრადგამტარი კრისტალი, რომლებიც Foveros კონსტრუქციას გააერთიანებს. ჩიპები წარმოებული იქნება 7-ნანომეტრიანი Enhanced SuperFin ტექნოპროცესით. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ Meteor Lake პროცესორები 2023 წელს გამოვა. 

გავრცელებული ცნობებით, Meteor Lake იქნება Core პროცესორების მე-14 თაობა, რომლებიც ჩაანაცვლებენ Raptor Lake-ს. ეს უკანასკნელი თავის მხრივ წარმოადგენს მე-12 თაობის Alder Lake ჩიპების განახლებას, რომელთა გამოსვლა მიმდინარე წლის ბოლოსთვისაა მოსალოდნელი. 

არსებული ინფორმაციით, Meteor Lake-ს ექნება ჰიბრიდული არქიტექტურა Next Mont, ჩიპების შემადგენლობაში კი გამოყენებული იქნება Redwood Cove გამომთვლელი ბირთვები. თუკი არაოფიციალური ცნობები დადასტურდება, Intel-ისთვის Meteor Lake პროცესორები იქნება მეოთხე თაობა, რომლებშიც გამოიყენება ჰიბრიდული არქიტექტურა მაღალი წარმადობის მქონე და ენერგოეფექტური ბირთვებით. 

სევე არაოფიციალური ცნობებით, Meteor Lake ჩიპების სერია იქნება პროცესორების ბოლო თაობა LGA 1700 პლატფორმის მხარდაჭერით, რომლის გამოსვლა მოსალოდნელია მიმდინარე წელს მე-12 თაობის Alder Lake პროცესორებისა და Intel 600-სერიის ჩიპსეტებზე მოქმედი დედა დაფების ანონსისას. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.