Jump to content

Goldman Sachs-მა ახალ ანგარიშში კრიპტოვალუტები აქტივების კლასად აღიარა


Recommended Posts

image.png 

საპირისპირო განცხადებიდან ერთი წლის შემდეგ საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs-მა ახალ ანგარიშში კრიპტოვალუტები აღიარა აქტივების სახეობად. დოკუმენტის დეტალები გაასაჯაროვა ეკონომისტმა ალექს კრიუგერმა. 

ბანკმა შეაგროვა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული კომპანიების - Grayscale Investments-ის, Galaxy Digital-ის, Chainalysis-ის, Global FX-ისა და სხვების, აგრეთვე ინდუსტრიის კრიტიკოსების მოსაზრებები. 

ანგარიშის ავტორებმა აღნიშნეს მრავალი ციფრული აქტივის უნიკალურობა. მათი აზრით, Bitcoin-ს აქვს მაღალი კაპიტალიზაცია, XRP არის რეალურ დროში ანგარიშსწორების სისტემა, ხოლო Ethereum - სმარტ-კონტრაქტების პლატფორმა. 

Goldman Sachs-მა BNB დაასახელა აპლიკაციებში პრაქტიკული გამოყენების ტოკენად, Polkadot კი - პლატფორმად სხვადასხვა ბლოკჩეინების ურთიერთქმედების შესაძლებლობით. 

ბანკის ანალიტიკოსებმა მოიყვანეს Bitcoin-ის ფასის გრაფიკი 2013 წლიდან და განაცხადეს, რომ ციფრული ოქრო ყოველთვის განიცდიდა აღდგენას ახალ მაქსიმუმებამდე კურსის მეტისმეტად შემცირების მიუხედავად. 

კრიპტო ბანკ Galaxy Digital-ის დამფუძნებლის, მაიკ ნოვოგრაცის თქმით, ინსტიტუციური ინვესტორების შემოდინება ადასტურებს პირველი კრიპტოვალუტის მიმზიდველობას. 

„მსოფლიომ Bitcoin-ი აღიარა დაგროვების კარგ საშუალებად“ -  განაცხადა ინვესტორმა. 

Grayscale Investments-ის აქტივების მართვის ხელმძღვანელმა მაიკლ ზონენშაინმა ციფრული ოქროს შეზღუდულ ემისიას უწოდა „ინფლაციის ჰეჯირებისა და ვალუტების გაუფასურების საშუალება“. 

ნიუ იორკის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორ ნურიელ რუბინს ეჭვი ეპარება, რომ ფინანსური ორგანიზაციების უმეტესობა მზადაა დაექვემდებაროს კრიპტვალუტების ბაზრის არასტაბილურობასა და რისკებს. 

ის, რასაც არ აქვს მომგებიანობა, პრაქტიკული მნიშვნელობა ან კავშირი ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებთან, არ შეიძლება ჩაითვალოს დაგროვების საშუალებად ან აქტივად”, - დაამატა კრიპტოვალუტის კრიტიკოსმა 

კრიუგერის თქმით, ანგარიში Goldman Sachs ვებ-გვერდზე უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. 

„ეს ანგარიში რომ წამეკითხა და კრიპტოვალუტის მფლობელი არ ვყოფილიყავი, გრაფიკების ნახვისას გავაცნობიერებდი, რომ ახლა არის შესანიშნავი მომენტი ბაზარზე გასვლისთვის, ავდგებოდი და ვიყიდიდი კრიპტოვალუტას“ - დაწერა კრიუგერმა. 

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 27 მაისს ბანკმა ინვესტორებისთვის გამართა პრეზენტაცია  სახელწოდებით "კრიპტოვალუტები, მათ შორის Bitcoin-ი, არ არის აქტივების კლასი". 

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ საფონდო ღირებულება, რომლის ფასის ზრდა უპირველეს ყოვლისა დამოკიდებულია იმაზე - არის თუ არა ვინმე მზად, გადაიხადოს უფრო მაღალი ფასი - არ წარმოდგენს ჩვენი მომხმარებლების შესაფერის ინვესტიციას“ - განაცხადა იმ დროს Goldman Sachs-მა. 

2021 წლის იანვარში Coindesk-მა განაცხადა, რომ ბანკის გეგმაშია კრიპტოვალუტების ბაზარზე შესვლა. 

მარტში Goldman Sachs-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბანკის მომხმარებელთა 22% ელოდება Bitcoin-ის ფასის ზრდას 100 ათას აშშ დოლარს ზემოთ წლის განმავლობაში. კვლევის შედეგების თანახმად რესპონდენტების 40% ფლობს კრიპტოვალუტას. 

აპრილში Goldman Sachs-ის ხელმძღვანელმა დევიდ სოლომონმა პროგნოზი გააკეთა ციფრული აქტივების ინდუსტრიაში ”მნიშვნელოვანი ევოლუციის შესახებ. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.