Jump to content

Google აამოქმედებს ფოტოების ანიმირების სერვისს მანქანური სწავლების მეშვეობით


Magdalena

Recommended Posts

image.jpeg 

ბოლო Google I/O ღონისძიებაზე დეპარტამენტ Google Photos-ის ვიცე-პრეზიდენტმა შიმრიტ ბენ-იაირმა ისაუბრა ახალ სერვის Cinematic Moments-ის შექმნაზე. იგი ემყარება შარშანდელ სერვის Cinematic Photos-ს, რომელიც 3D ეფექტს უმატებდა ორგანზომილებიან ფოტოებს. ახალი სერვისი კი მოახდენს მათ ანიმირებას და ორი კადრისგან შექმნის ერთ მოვლენას მცირე ვიდეოს სახით. 

ერთი შეხედვით, ახალი სერვისი ძალიან ჰგავს MyHeritage-ის აპლიკაციას Deep Nostalgia, რომელიც ნიმაციას უმატებს ძველ ფოტოებს. თუმცა არსებობს პრინციპული განსხვავება: Deep Nostalgia-ს საფუძვლად უდევს დიპფეიკის ტექნოლოგია რეალური მსახიობების მიმიკების გამოყენებით, Google-ის სერვისში კი გამოიყენება მანქანური სწავლების ალგორითმები, რათა გაანალიზდეს ყოველი წყვილი ფოტო და დაზუსტდეს, რა აკლია მათ ანიმაციის შექმნისთვის. 

ტექნიკური თვალსაზრისით, მთავარი გამოსახულება ნელ-ნელა იცვლება, სანამ არ მიიღება საბოლოო შედეგი. სირთულე ის არის, რომ ნეიროქსელი არ ცდილობს მაყურებლის დარწმუნებას ვიდეოს რეალისტურობაში, არამედ უბრალოდ ახდენს ერთმანეთის შესაბამისი კადრების ფორმირებას. შედეგს ბევრი კრიტიკოსი უარყოფითად და შემაშინებლად მიიჩნევს იმ დროს, როდესაც ანიმაცია არასწორი და არაბუნებრივი გამოდის. 

სერვის Cinematic Photos-ის გამოშვების დრო არ გახმაურებულია, მაგრამ ბენ-იაირმა აღნიშნა, რომ იგი ერთდოულად გახდება ხელმისაწვდომი Android-სა და iOS-ზე. სისტემისთვის მნიშვნელობა არ აქვს ფოტოს წარმომავლობას, მას შეუძლია დაკოპირებულ და დასკანერებულ კადრებთან მუშაობა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.