Magdalena Posted May 27, 2021 Share Posted May 27, 2021 ბოლო Google I/O ღონისძიებაზე დეპარტამენტ Google Photos-ის ვიცე-პრეზიდენტმა შიმრიტ ბენ-იაირმა ისაუბრა ახალ სერვის Cinematic Moments-ის შექმნაზე. იგი ემყარება შარშანდელ სერვის Cinematic Photos-ს, რომელიც 3D ეფექტს უმატებდა ორგანზომილებიან ფოტოებს. ახალი სერვისი კი მოახდენს მათ ანიმირებას და ორი კადრისგან შექმნის ერთ მოვლენას მცირე ვიდეოს სახით. ერთი შეხედვით, ახალი სერვისი ძალიან ჰგავს MyHeritage-ის აპლიკაციას Deep Nostalgia, რომელიც ანიმაციას უმატებს ძველ ფოტოებს. თუმცა არსებობს პრინციპული განსხვავება: Deep Nostalgia-ს საფუძვლად უდევს დიპფეიკის ტექნოლოგია რეალური მსახიობების მიმიკების გამოყენებით, Google-ის სერვისში კი გამოიყენება მანქანური სწავლების ალგორითმები, რათა გაანალიზდეს ყოველი წყვილი ფოტო და დაზუსტდეს, რა აკლია მათ ანიმაციის შექმნისთვის. ტექნიკური თვალსაზრისით, მთავარი გამოსახულება ნელ-ნელა იცვლება, სანამ არ მიიღება საბოლოო შედეგი. სირთულე ის არის, რომ ნეიროქსელი არ ცდილობს მაყურებლის დარწმუნებას ვიდეოს რეალისტურობაში, არამედ უბრალოდ ახდენს ერთმანეთის შესაბამისი კადრების ფორმირებას. შედეგს ბევრი კრიტიკოსი უარყოფითად და შემაშინებლად მიიჩნევს იმ დროს, როდესაც ანიმაცია არასწორი და არაბუნებრივი გამოდის. სერვის Cinematic Photos-ის გამოშვების დრო არ გახმაურებულია, მაგრამ ბენ-იაირმა აღნიშნა, რომ იგი ერთდოულად გახდება ხელმისაწვდომი Android-სა და iOS-ზე. სისტემისთვის მნიშვნელობა არ აქვს ფოტოს წარმომავლობას, მას შეუძლია დაკოპირებულ და დასკანერებულ კადრებთან მუშაობა. https://bit.ly/3fDCgi5 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.