Magdalena Posted May 26, 2021 Share Posted May 26, 2021 ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წინადადება საგადახდო კანონმდებლობაზე დაკვირვების გაძლიერების შესახებ მოიცავს მოთხოვნას, რომ გადასახადების სამმართველოს (IRS) მიეწოდოს ინფორმაცია 10 ათას აშშ დოლარზე მეტი ღირებულების კრიპტო ტრანზაქციების განხორციელების შემთხვევებში. ამის შესახებ საუბარია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ანგარიშში. ხელისუფლების აზრით, ციფრული აქტივები "სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს". ისინი ხელს უწყობენ უკანონო საქმიანობას, მათ შორის გადასახადებისგან თავის არიდებას. ”მოსალოდნელია, რომ შემდეგი ათწლეულის განმავლობაში კრიპტო ტრანზაქციების როლი გაიზრდება,” - ნათქვამია მოხსენებაში. ახალი წესების დანერგვა შემოსავლებისგან თავის არიდებისა და დაფარვის მინიმიზაციის შესაძლებლობას იძლევა - დააკონკრეტეს ფინანსთა სამინისტროში. დოკუმენტის თანახმად, ანგარიშგების რეჟიმი გავრცელდება „უცხოურ ფინანსურ დაწესებულებებზე, კრიპტო ბირჟებსა და სამეურვეო (კასტოდიალურ) ორგანიზაციებზე“. „ისევე, როგორც ტრადიციული ტრანზაქციების შემთხვევაში, ბიზნესი, რომელიც მიიღებს 10 ათას აშშ დოლარზე მეტი საბაზრო ღირებულების კრიპტო აქტივებს, ვალდებული იქნება გვაცნობოს ამის შესახებ“ - აღნიშნა სააგენტომ. სავარაუდოდ, ახალი წესები ძალაში 2023 წლიდან შევა. ადრე IRS-მა განმარტა, რომ აშშ-ის მაცხოვრებლებს არ სჭირდებათ კრიპტოვალუტის შეძენის შესახებ განაცხადონ დეკლარაციის პირველ გვერდზე ფორმა 1040-ის მიხედვით, თუ ისინი იცავენ Buy & Hold სტრატეგიას. https://bit.ly/3ujF6Ol Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.