Jump to content

ჩინეთში ბანკებს აეკრძალათ კრიპტოვალუტების გამოყენებით ტრანზაქციების განხორციელება


Recommended Posts

image.jpeg 

ჩინეთში ბანკებს და საგადახდო სისტემებს აეკრძალათ კრიპტოვალუტებით ტრანზაქციების განხორციელება. აგრეთვე, ჩინეთის საბანკო ასოციაციამ მოქალაქეები გააფრთხილა კრიპტოვალუტებში საეჭვო ინვესტიციების შესახებ, რა მხრივაც ვითარება ამჟამად უკიდურესად არასტაბილურია. 

2017 წელს დაიხურა კრიპტოვალუტების ადგილობრივი ბირჟები, მოგვიანებით, ორი წლის შემდეგ, დაიბლოკა უცხოური საიტები, სადაც შესაძლებელი იყო კრიპტოვალუტებით ვაჭრობა. ამრიგად ჩინეთს სურს შეზღუდოს ოპერაციები კრიპტოვალუტების გამოყენებით, განსაკუთრებით კი „ციფრული ოქროს“ გამოყენებით ვაჭრობა და გადაყიდვა. ექსპერტების აზრით აკრძალვების შემოღებამდე Bitcoin-ოპერაციების 90 % სწორედ ჩინეთში ხორციელდებოდა. 

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კრიპტოვალუტის მიმართ ასეთი "რეპრესიების" შემოღების ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია პირდაპირ გავლენა მოახდინოს მასზე იმ დროს, როდესაც ჩინეთში ინტერნეტიც კი ექვემდებარება ძლავრ ცენზურას და იფილტრება ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის არსებობის გამო. 

ამავე დროს, ქვეყანაში არ არის აკრძალული კრიპტოვალუტის შენახვა და მოპოვება, თუმცა იბეგრება. 

Link to comment
Share on other sites

ეგაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ფასის ეგეთი რეზკი დაგდების ბოლო 2 კვირის მანძილზე რაც მიდიოდა, ნუ რეალური მოშნი დაგდებები სულ რაღაც 3-4 დღეში დასრულდა მაგ პერიოდში, დანარჩენი უკვე მაგ დაგდებების იტოგები იყო, ეგეთივე ვარიანტია დიდი ზრდის შემდეგ რომ ჩერდება მაღალზე გარკვეული პერიოდი კურსი, ინდოეთის ბანკებმაც აგრძალეს კრიპტოვალუტის სერვისები, ამიტომ მანდაც ბევრი გაყიდიდა კრიპტოვალუტას ამ დღეებში, თუმცა რამდენიმე შენჭყრევის შემდეგ კურსი ისევ ნელ-ნელა იწყებს გაზრდას, 50000$ მეეჭვება მალე დაბრუნდეს რაღაც ბიტკოინი, მაგრამ 43000-45000$ ფარგლებში თუ აიყვანეს ერთ კვირაში მერე შეიძლება ისევ დაიწყოს მოგვიანებით უფრო სერიოზული ზრდა + როგორც აქამდე ნეგატიურ და პოზიტიურ ნიუსებს დიდი მნიშვნელობა მიენიჭება დაეცემა კიდე უფრო კურსი თუ ზრდას დაიწყებს, ნუ მე დავითვალე დაახლოებით 2700$ მილიარდიდან ჯამური კრიპტოკაპიტალიზაციის 1300$ მილიარდზე დაგდებაც კი, ეგ იყო დაახლოებით აბსოლიტური მაქსიმუმი და მინიმუმი, თან მაქსიმალური კურსი ყველა დროის რეკორდიც იყო პარარელურათ, მაგრამ ეხლა უკვე ისევ 1700$ მილიარდს უახლოვდება კურსი ეგ კი მცირე მატება არაა ეგეთ მოკლე პერიოდში, აი ეხლა ვუყურებ პირველათ მიუახლოვდა 1700$ მილიარდს კაპიტალიზაცია მაგ დროპების შემდეგ, პირველ ორ დღეს რომ დავანებოთ თავი, რახან მაშინ ბოლომდე არ იყო დასრულებული კურსის ვარდნები და კაპიტალის გატანა, იძახიან რომ ძალზე ბევრმა იყიდაო მაგ დროპების პერიოდში ბიტკოინი და ეთერეუმი დაბალ ფასებში, ნუ ბიტკოინს 30000-33000$ ფარგლებში ყიდულობდენ მილიარდებით, მაგან გამოაღვიძა ბაზარიც, კაპიტალის ნაწილი კი ნელ-ნელა ისევ ბრუნდება, პანიკა ბოლომდე შეიძლება არაა დასრულებული მაგრამ ბევრი ეხლა უბრალოთ ელოდება გაზრდას, რახან ვისაც უნდოდა გაყიდა ან მოასწრო მაღალ კურსზე დახურდავება, დაბალ ფასში კი გაყიდვის ინტერესი ეცემა საკმაოთ, ეხლა კურსის ფსიხოლოგიური ბარიაერია 40000$-მდე, მაგას თუ გაცდენ მერე შეიძლება უფრო სწრაფათ დაიწყოს უკვე კურსმა ზრდა, რაც არ უნდა იყოს აქამდე ყოველთვის ეგრე იყო, რამდენჯერაც გაცდენ 40000$ იმდენჯერ სულ რაღაც რამდენიმე კვირაში 55000$ გააცდინეს უკვე კურსი აქამდე, მინიმუმ სამჯერ გააკეთეს უკვე ეგ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.