Magdalena Posted May 22, 2021 Share Posted May 22, 2021 Bloomberg-ის ახალი ანგარიში ნათელს ჰფენს Apple-ის საფირმო ARM-ჩიპებზე დამყარებულ სამომავლო კომპიუტერებს. ცნობილი გახდა, რომ კომპანია მუშაობს სრულიად ახალ, 40-ბირთვიანი ARM-პროცესორის მქონე Mac Pro-სა და მაღალი წარმადობის Mac mini-ზე. Apple ქმნის Mac Pro-ს ორ მოდიფიკაციას, რომელთა კოდური დასახელებებია Jade 2C-Die და Jade 4C-Die. პირველ მათგანს ექნება 20-ბირთვიანი პროცესორი, რომელთაგან 16 ბირთვი იქნება ენერგოეფექტური, ოთხი კი - მაღალი წარმადობის. მას ექნება 64-ბირთვიანი გრაფიკული პროცესორი. უფროსი, 40-ბირთვიანი მოდიფიკაცია წარმოდგენილი იქნება 32 ენერგოეფექტური და 8 მაღალი წარმადობის ბირთვით. GPU 128-ბირთვიანია. Mac Pro არის Apple-ის სამომავლო მოწყობილობებიდან ყველაზე გასაიდუმლოებული კომპიუტერი. სავარაუდოდ, მისი დიზაინი აქტუალური Mac Pro-ს მსგავსი იქნება, თუმცა ზომაში შემცირდება თითქმის ორჯერ. ასევე ცნობილია, რომ ახალი Mac Pro მომდევნო წელს გამოვა. რაც შეეხება სამომავლო Mac mini-ს, ცნობილია, რომ მას ისეთივე ჩიპი ექნება, როგორიც მომდევნო თაობის MacBook Pro-ს. ეს იქნება 10-ბირთვიანი ARM-პროცესორი, ინტეგრირებულ GPU-ში მოცემული იქნება 16 ან 32 გრაფიკული ბირთვი. Thunderbolt კონექტორების რაოდენობა ოთხამდე გაიზრდება. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა მიაღწევს 64 გბ-ს იმ დროს, როდესაც აქტუალური მოდელის RAM მხოლოდ 16 გიგაბაიტია. Bloomberg აგრეთვე ვარაუდობს, რომ კომპანია კუპერტინოდან მუშაობს უფრო დიდ iMac-ზეც, რომელიც ასევე დამყარებული იქნება ახალ, გაცილებით მაღალი წარმადობის ARM-ჩიპზე. https://bit.ly/3fxiwwi Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.