Jump to content

Intel-მა დააანონსა ახალი SSD – Optane-სა და NAND-ის კომბინაციით


Recommended Posts

კომპანია Intel-მა წარადგინა Optane მეხსიერების მორიგი ვერსია ლეპტოპებისთვის. მისი დასახელებაა Optane Memory H20 SSD, საიდანაც ჩანს, რომ მასში კომბინირებულია Intel Optane Memory ტექნოლოგიები და ტრადიციული SSD QLC-ზე. შედეგად მიიღწევა მაღალი სიმჭიდროვე და მონაცემთა დამუშავების სიჩქარე კომპაქტურ კორპუსში. 

Optane არის Intel-ის კუთვნილი ტექნოლოგია და განკუთვნილია აპლიაციების წარმადობის ზრდისთვის განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც ეს აპლიკაციები მუშაობს მონაცემთა შენახვის ნელ მოწყობილობებზე. სიჩქარის თვალსაზრისით ეს ტექნოლოგია იმყოფება სტანდარტულ SSD-სა და ოპერატიულ მეხსიერებას შორის. Optane დისკები როგორც წესი წარმოდგენილია M.2 ფორმატში, მათი მოცულობა მცირეა - დაახლოებით 16 ან 32 გბ. შედეგად საჭირო ხდება კომპიუტერში ორი M.2 სლოტის გამოყენება. 

image.jpeg 

Optane H20 მეხსიერება ერთ M.2 2280 დაფაში შეიცავს როგორც Optane მეხსიერების ჩიპს, ასევე NAND ფლეშ-მეხსიერებას. შედეგად მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს Optane-ს უპირატესობითა და სტანდარტული მყარი დისკის დიდი მოცულობით ერთი M.2 სლოტის გამოყენების პირობებში. 

მოწყობილობას აქვს 32 გბ Intel Optane და 512 გბ ან 1 ტბ QLC SSD 3D NAND მეხსიერება, წაკითხვა/აწერის სიჩქარეა 3300 მბ/წმ და 2100 მბ/წმ, შესაბამისად. გამოყენებულია არც ისე თანამედროვე PCIe 3.0 ინტერფეისი, ამიტომ მაქსიმალური სიჩქარე თეორიულად შეიძლება უფრო მაღალიც ყოფილიყო. დაყოვნების მაჩვენებელია 6.75 მკწ წაკიხვისას და 12 მკწ - ჩაწერისას.  

სამწუხაროდ, ამგვარი სანახი მოწყობილობების მაღაზიაში ყიდვა რიგითი მომხმარებლებისთვის შეუძლებელია. Intel მათ დაურიგებს OEM-დეველოპერებს ლეპტოპებში, მონობლოკებსა და მინი პერსონალურ კომპიუტერებში გამოსაყენებლად. სწორედ ამ მოწყობილობებზეა ყველაზე აქტუალური სივრცის დაზოგვა თხელი და მსუბუქი კონსტრუქციების შესაქმნელად. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.