Jump to content

GeForce RTX 30-სერიის ვიდეო დაფების ფასები ევროპაში სარეკომენდაციოზე სამჯერ მეტად გაიზარდა


Recommended Posts

ბოლო ხუთი თვის განმავლობაში გერმანული პორტალი 3DCenter აგროვებდა GeForce RTX 30-სერიის, ასევე Radeon RX 6000 ვიდეო დაფების სტატისტიკას ევროპის უმსხვილეს სავაჭრო ობიექტებში. თუკი მაისის დასაწყისში ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო გრაფიკული ამაჩქარებლების ზოგიერთი მოდელის ყიდვა, თვის შუა პერიოდში მიწოდება სერიოზულად შემცირდა. ამასთან აღინიშნება, რომ NVIDIA-ს ზოგიერთი მოდელის ფასი სამჯერ აღემატება სარეკომენდაციო ფასს. 

image.jpeg 

AMD-ს ვიდეო დაფების შემთხვევაში ვითარება ოდნავ უკეთესია. მაი საშუალო ფასი ორჯერ მეტია სარეკომენდაციო ფასთან შედარებით. ფასთა შორის სხვაობა აიხსნება GeForce RTX 30-სერიის ვიდეო დაფების უფრო მაღალი ეფექტურობით კრიპტოვალუტების მაინინგში, აგრეთვ იმ ფაქტით, რომ GeForce მოდელები გვთავაზობენ უფრო მაღალ წარმადობას რეითრესინგის ტექნოლოგიის მხარდაჭერის მქონე თამაშებში. 

წყარო აღნიშნავს, რომ ზოგიერთი ვიდეო დაფა მიმდინარე წლის იანვრიდან მოყოლებული 1000 ევროზე მეტით გაძვირდა. მაგალითად, თუკი წლის დასაწყისში GeForce RTX 3090 დაფის ყიდვა შესაძლებელი იყო 1649 ევროდ (სარეკომენდაციო ფასია 1549 ევრო), დღესდღეობით ამ დაფის საშუალო ღირებულება 3199 ევროს შეადგენს. 999 ევროდ შეფასებული Radeon RX 6900 XT მოდელის ყიდვა იანვარში შესაძლებელი იყო 1249 ევროდ, ამჟამად კი ამ ვიდეო დაფის ფასის დიაპაზონი შეადგენს 1699-2999 ევროს. 

16 მაისის მდგომარეობით GeForce RTX 30 სერიის და Radeon RX 6000 ვიდეო დაფების ევროპული ფასების უახლესი სტატისტიკა იხილეთ ქვემოთ. MSRP ხაზი გვიჩვენებს თითოეული მოდელის სარეკომენდაციო ღირებულებას, ქვედა ხაზში კი მოცემულია მიმდინარე საშუალო ფასი. 

image.jpeg 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.