Jump to content

Samsung კომპიუტერის პროცესორს AMD-ის გრაფიკით წარადგენს მიმდინარე წლის მეორე ნახევარში


Recommended Posts

გამომცემლობა The Korea Economic Daily-ს ინფორმაციით, კომპანია Samsung ლეპტოპებისთვის განკუთვნილ საკუთარი წარმოების პროცესორს მიმდინარე წლის მეორე ნახევარში წარადგენს. როგორც პორტალი Sparows News წერს, ჩიპის დასახელება იქნება Exynos 2200 და მის წარმოებაში გამოყენებული იქნება 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი. 

image.jpeg 

აღსანიშნავია, რომ ხსენებული პროცესორი გამოყენებული იქნება არა მხოლოდ ნოუთბუქებში, არამედ სმარტფონებშიც და შემოგვთავაზებს წარმადობისა და ენერგოეფექტურობის ხარისხიან ბალანსს. თუკი პროცესორი ბაზრამდე მიაღწევს, Samsung გახდება Windows-ის ბაზაზე მომუშავე პირველი თანამედროვე ლეპტოპის მწარმოებელი, რომელიც მოწყობილობებისთვის საკუთარ CPU-ს გამოუშვებს. როგორც წყაროები მიუთითებენ, პროცესორში გამოყენებულია ARM არქიტექტურა და დამზადდება SoC-ის სახით - ეს არის სისტემა ჩიპზე, რომელშიც მოცემული იქნება გამომთვლელი ბირთვები, გრაფიკული ქვესისტემა და ყველა აუცილებელი კონტროლერი. გრაფიკული ბირთვის შემუშავებაზე Samsung მუშაობს Advanced Micro Devices-თან (AMD) ერთად.  

”ახალი Exynos შემოგთავაზებთ გაუმჯობესებულ ფუნქციონალს, ასევე არაჩვეულებრივ წარმადობასა და ენერგოეფექტურობას 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის წყალობით. ჩიპი გახდება შესანიშნავი ბაზა როგორც ლპტოპებისთვის, ასევე სმარტფონებისათვის ” - ციტირებს The Korea Economic Daily წყაროს განაცხადს. 

რსანიშნავია, რომ კომპანია Qualcomm უკვე გარკვეული პერიოდია მუშაობს Snapdragon 8cx სერიის SoC-ზე და მსგავსი პროცესორის რამდენიმე მოდელი ბაზარზეც კი გამოუშვა, თუმცა მათ ფართო გავრცელება ვერ მოიპოვეს. ამის მიუხედავად, კომპანია არ ნებდება და ამჟამად მესამე თაობის Snapdragon 8cx-ზე მუშაობს. 

კომპანია Apple-მაც მოარგო ARM არქიტექტურა საკუთარ M1 პროცესორებს. ამასთან, ისინი გამოიყენება არა მხოლოდ კომპიუტერებსა და Mac ლეპტოპებში, ასევე iPad პლანშეტებშიც. Apple მეტად მომგებიან ვითარებაშია, რადგანაც მისი ეკოსისტემა ყოველთვის დახურული იყო და მას კომპანია დამოუკიდებლად არეგულირებდა. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.