Jump to content

Harley-Davidson გამოუშვებს ელექტრო მოტოციკლებს ცალკე ბრენდით LiveWire - პირველი მოდელი ივლისში დაანონსდება


Recommended Posts

LiveWire, Harley-Davidson-ის პირველი ელექტრო მოტოციკლი ახალი ბრენდის საწყისი გახდება. კომპანიამ მილუოკიდან განაცხადა, რომ ცალკე ბრენდად გამოყოფს ელექტრო მოტოციკლების ქვეგანყოფილებას საკუთარი სამოდელო ხაზითა და პოზიციონირებასა და გაყიდვებთან ინდივიდუალური მიდგომით. Harley-Davidson გეგმავს დამოუკიდებელ ბრენდ LiveWire-ის სახელით პირველი მოტოციკლი გამოუშვას 8 ივლისს და მას წარადგენს მოტოციკლების საერთაშორისო გამოფენაზე. 

image.jpeg 

Harley-Davidson-მა ანალოგიური მიდგომა გამოიყენა Serial 1 სერიის ელექტრო ველოსიპედების წარმოებისას. ელექტრო მოდელების ცალკე ბრენდად გადაქცევა იმის ნიშანია, რომ კომპანია ამ სფეროში ხედავს შესაძლებლობებს და აპირებს განავითაროს იგი შიდაწვის ძრავზე მომუშავე მოტოციკლების ბიზნესისგან დამოუკიდებლად. ახალმა ბრენდმა უკვე შეიძინა საკუთარი ლოგო და ვირტუალური შტაბ-ბინა, რომელიც აერთიანებს ინჟინრებს როგორც მილუოკიდან, ისე სილიკონის ველიდან. გავრცელებული ინფორმაციით, Live Wire Harley-Davidson-ის სადილერო წარმომადგენლებთან მუშაობს, როგორც დამოუკიდებელი კომპანია. 

ამ ეტაპზე ძნელია იმის თქმა, გაზრდის თუ არა ახალი სტრატეგია Harley-Davidson-ის ელექტრო მოტოციკლების გაყიდვების მასშტაბს. გასულ წელს საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა განაცხადა, რომ კომპანიის გეგმა - მოტოციკლისტების ახალი თაობა LiveWire-ის მეშვეობით მოიზიდოს - წარუმატებელი იქნება. კომპანიის საერთო გაყიდვები ბოლო დროს რჩება უცვლელ დონეზე მას შემდეგ, რაც 2018 წელს მიაღწია მინიმალურ მაჩვენებელს. 

image.jpeg 

მთავარი პრობლემა ალბათ ის არის, რომ LiveWire-ის საწყისი ფასი 29 799 აშშ დოლარია, რაც დილერების აზრით დააფრთხობს ახალგაზრდა პოტენციური მყიდველების უმეტესობას. Harley-Davidson მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა საქმიანობის დაწყების ადრეულ ეტაპზე, როდესაც როდესაც მოტოციკლის ყიდვით დაინტერესებულმა ბევრმა პირმა აირჩია ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო გონივრული ავტომობილი Ford Model A. 

Harley-Davidson-ს ასევე ხვდება ელექტრო მოტიციკლების სხვა მწარმოებლების, მაგალითად  Zero Motorcycles-ის მხრიდან მკაცრი კონკურენცია. იმის გათვალისწინებით, რომ ელექტრო ტრანსპორტი პოპულარობას იკრებს, Harley-Davidson-ს ელის კიდევ უფრო მეტი ზეწოლა აქციონერების მხრიდან, რომლებსაც სურთ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ კომპანიის სამომავლო ხედვა მომგებიანი იქნება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.