Magdalena Posted May 12, 2021 Share Posted May 12, 2021 კომპანია DFI-მ წარადგინა საინტერესო სიახლე - მოწყობილობა CS551: როგორც კომპანია ამტკიცებს, ეს გახლავთ მსოფლიოში პირველი 3.5-დუიმიანი ერთდაფიანი კომპიუტერი ავტომატური გათბობის ფუნქციით. ამგვარი გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა მოწყობილობამ ექსტრემალურ პირობებში იმუშაოს. კომპიუტერის ზომაა 146 × 102 მმ, აღჭურვილია ინტეგრირებული გამათბობლით, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურ მუშაობას ან სისტემის ცივ ჩართვას -30 გრადუს ცელსიუსამდე ტემპერატურის პირობებში. მოწყობილობაში შესაძლებელია განთავსებული იყოს მერვე ან მეცხრე თაობის Intel Core პროცესორი რვაბირთვიან Core i7-9700TE ჩიპამდე. მოდიფიკაციის მიხედვით გამოყენებულია გაგრილების აქტიური ან პასიური სისტემა. კომპიუტერს ექნება 32 გბ-მდე DDR4-2666 ტიპის ოპერატიული მეხსიერება ერთი SO-DIMM მოდულის სახით. ხელმისაწვდომია სრული ზომის Mini PCIe სლოტი, SIM-ბარათის სლოტი (ოფციურად ხელმისაწვდომია 3G/4G მოდემი) და М.2 კონექტორი 2280 ფორმატის მყარი დისკისთვის. კომპიუტერში წარმოდგენილია აუდიო კოდეკი Realtek ALC262, ორპორტიანი ქსელური კონტროლერი 1GbE, ოთხი პორტი USB 3.1 და ორი DP ინტერფეისი. მოწყობილობა თავსებადია Windows 10 IoT Enterprise და Linux პროგრამულ პლატფორმებთან. კომპიუტერი განკუთვნილია ვიდეოდაკვირვების, ინტერნეტ-ნივთების, საწარმოო ავტომატიზაციის, ვიზუალური ანალიტიკისა და სხვა სფეროებში გამოყენებისთვის. https://bit.ly/3o07jbG Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.