Jump to content

Xiaomi აღადგენს სმარტფონების პოპულარულ ხაზს


Recommended Posts

2019 წლის შუა პერიოდში ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ გამოუშვა სმარტფონების ახალი ხაზი, სახელწოდებით Colorful and Creative. შემოკლებით - CC. პირველი თაობა მოიცავდა ხუთ მოდელს. 2019 წლის ივლისში გამოვიდა Xiaomi Mi CC9, Mi CC9 Meitu Edition და Mi CC9e. იმავე წლის შემოდგომის ბოლოს მათ შეუერთდნენ Mi CC9 Pro და Mi CC9 Pro Premium. 

image.jpeg 

სმარტფონები ცოტა ხნის განმავლობაში იყიდებოდა. Xiaomi Mi CC9 Pro-სა და Mi CC9 Pro Premium-ის ანონსიდან ოთხი თვის შემდეგ ჩინურმა კომპანიამ გამოაცხადა გაყიდვების დასრულება და ხაზი დახურა. ეს მოხდა იმის გამო, რომ კომპანიამ გადაწყვიტა ყურადღება გაემახვილებინა გამარტივებული ფლაგმანების გამოსვლაზე Youth Edition (Lite) პრეფიქსით. თუმცა, ორ წელიწადში მხოლოდ Xiaomi Mi 10 Youth Edition / Lite და Xiaomi Mi 11 Lite 4G / 5G გამოვიდა. 

ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ჩინური კომპანია აღადგენს Colorful and Creative სერიას. მეორე თაობის პირველი მოდელი იქნება Xiaomi Mi CC10. ჯერჯერობით მის შესახებ ცნობილია მხოლოდ ის, რომ მას ექნება 4360 მა/სთ მოცულობის ბატარეა. 

დასასრულს, შეგახსენებთ, რომ პირველი თაობის სმარტფონები თიქმის ყველა ხელმისაწვდომია საერთაშორისო არენაზე, თუმცა სხვა კომერციული სახელწოდებებით. Xiaomi Mi CC9 Snapdragon 710 პროცესორით გლობალურ ბაზარზე გამოვიდა როგორც Xiaomi Mi 10 Lite. Mi CC9e მოდელი Snapdragon 665 პროცესორით გახდა Mi A ხაზის ბოლო სმარტფონი, ხოლო ცალკრისტალიანი სისტემა Snapdragon 730G-ის მქონე Mi CC9 Pro და Mi CC9 Pro Premium მოდელები ევროპაში გამოვიდნენ, როგორც Xiaomi Mi Note 10 და Mi Note 10 Pro, შესაბამისად. ესენია მსოფლიოში პირველი სმარტფონები 108-მეგაპიქსელიანი კამერით. 

სერიის ერთადერთი სმარტფონი, რომელიც ექსკლუზიური რჩება ჩინეთის ბაზრისთვის, არის Xiaomi Mi CC9 Meitu Edition. მაგრამ იგი განსხვავდება ჩვეულებრივი Mi CC9-ისგან მხოლოდ მეხსიერების გაზრდილი მოცულობით (8 გბ ოპერატიული და 256 გბ შიდა მეხსიერება) და თეთრი ფერის კორპუსით. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.