Jump to content

Virgin Hyperloop 1200 კმ/სთ სიჩქარით მგზავრების გადაყვანას 2027 წელს დაიწყებს


Recommended Posts

კომპანია Virgin Hyperloop ლას-ვეგასის ჩრდილოეთით მდებარე უდაბნოში უკვე ატარებს მომავლის სამგზავრო ტრანსპორტის გამოცდას: ლითონის მილის შიგნით ვაკუუმში გადააგილდებიან მაგნიტური დაკიდების სისტემის მქონე კაფსულები, რომელთაც შეუძლიათ 1200 კმ/სთ სიჩქარის განვითარება. ამგვარი სისტემა კომერციულ ექსპლუატაციაში შევა 2027 წელს, პირველები მას გამოიყენებენ ინდოეთისა და საუდის არაბეთის მაცხოვრებლები. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Reuters 

მილში მოძრავი სამგზავრო ტრასნპორტის იდეა ახალი არ არის, პირველად მსგავსი შესაძლებლობა მეცნიერებმა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში განიხილეს. 60-იან წლებში ფრანგული პროექტი ვერ განხორცილდა დაფინანსების ნაკლებობის გამო. როგორც Virgin Hyperloop-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელია მილიარდერი Rischard Branson, მხოლოდ ახლა მიაღწიეს ტექნოლოგიებმა განვითარების ისეთ დონეს, რომელიც სენებული იდეის მატერიალიზაციის შესაძლებლობას იძლევა. 

მიუხედავად იმისა, რომ ნევადას მილისებრი მაგისტრალის საცდელი მონაკვეთის სიგრძე არაუმეტეს 500 მეტრია, Virgin Hyperloop უკვე მუშაობს ვიბრაციებთან გამკლავებაზე, რაც აუცილებლად წარმოიქმნება სივრცეში 1200 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილებისას. კომპანიის წარმომადგენლების აზრით მილგამტარი გზის შიგნით კაფსულებში მყოფი მგზავრებისთვის მოცემული სიჩქარის პირობები მსგავსი იქნება იმ შეგრძნებეთან, რომელაც ადამიანი განიცდის თვითმფრინავის საფრენი ბილიკიდან აფრენისას. „ტურბულენტობის“ შეგრძნება არ იქნება. 

საცდელ კაფსულებში ჯერჯერობით გათვალისწინებულია ორი მგზავრის ადგილი, თუმცა სერიულ ვარიანტი დაიტევს 28 მგზავრს კომფორტის სხვადასხვა დონეზე. გათვალისწინებულია სატვირთო კაფსულების ვარიანტებიც. კომერციულ ექსპლუატაციაში ტრანსპორტის ეს სახეობა შევა 2027 წელს. Virgin Hyperloop გეგმავს ინდოეთის ბაზრის ათვისებას, სადაც ინფრასტრუქტურა გადატვირთულია, აგრეთვე საუდის არაბეთს, სადაც ინფრასტრუქტურა ცუდადაა განვითარებული. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.