Jump to content

Salad ქმნის სუპერკომპიუტერს მაინინგისთვის გეიმერების კომპიუტერების ხარჯზე


Recommended Posts

image.png 

Salad-მა საქმიანობა დაიწყო 2018 წელს, როგორც დეცენტრალიზებულმა გამომთვლელმა ინფრასტრუქტურამ, რომელშიც გამოიყენება გეიმერებისა და Ethereum-ი მაინინგისთვის განკუთვნილი პერსონალური კომპიუტერები ისეთი ნივთების გაცვლისთვის, როგორებიცაა სასაჩუქრე ბარათები, გეიმინგ-კოდები, გამოწერები, DLC და ბევრი სხვა. 

ამჟამად Salad-ის მომხმარებელთა რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ მისი გამომთვლელი სიმძლავრე მსოფლიოს რიგით მეცხრე უსწრაფეს სუპერკომპიუტერს აღემატება. ამასთან დაკავშირებით Salad-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია დაიწყებს ბლოკჩეინების მაინინგის ფარგლებს გარეთ გასვლას და დაკავდება სხვა ისეთი სამუშაო დატვირთვებით, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი, რენდერინგი და სამედიცინო კვლევები (Folding Home-ის ანალოგიურად). 

Salad-ის გენერალურ დირექტორ ბობ მაილსს სურს, რომ მისი ქმნილება გახდეს რაც შეიძება მრავალფეროვანი და მუშაობდეს მაქსიმალურად ბევრ კომპიუტერზე, რათა ხელი შეუწყოს მეტად ჯანსაღ ინტერნეტს. 

Salad-ის ჯილდოების მიღების პროცესი მეტად მარტივია. მომხმარებელს შეუძლია მოიპოვოს Ethereum და/ან მოიზიდოს სხვა პირები პროგრამაში, რათა ჯილდო მიიღოს. საჭიროა მხოლოდ Salad-ის ანგარიშის შექმნა და აპლიკაციის დაყენება. 

Salad-ის სტრატეგია კარგად მუშაობს, კომპანიამ უკვე გამოიმუშავა 500 ათასი აშშ დოლარი მომხმარებლების ჯილდოს სახით ბოლო სამი თვის განმავლობაში. გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ სამომავლოდ მოგება კიდევ უფრო მეტი იქნება, რადგანაც Salad ახდენს საკუთარი სამუშაო დატვირთვის დივერსიფიცირებას ბლოკჩეინ-მაინინგის ფარგლებს მიღმა. 

Salad კარგი მეთოდის სარგებლის მიღების დასაწყებად, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ მომხმარებელი იღებს ჯილდოს მხოლოდ 1/6 ნაწილს. Salad გამოიმუშავებს დაახლოებით 3.6 მლნ აშშ დოლარს მაინინგით, თუმცა გასცემს 500 ათას აშშ დოლარს ჯილდოს სახით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.