Magdalena Posted May 10, 2021 Share Posted May 10, 2021 თანამედროვე გეიმინგ აპლიკაციების უმეტესობა, რომლებიც რეითრეისინგის ტექნოლოგიას იყენებენ, გრაფიკული ადაპტერისგან მოითხოვენ წარმადობის მეტად მაღალ დონეს, რაც ყოველთვის ვერ მიიღწევა „სტანდარტული“ მეთოდებით - ამ საკითხში NVIDIA-ს ხელს უწყობს ტექნოლოგია DLSS, რომელიც საშუალებას იძლევა ამაღლდეს fps-მაჩვენებელი გამოსახულების ხარისხის პრაქტიკულად უმნიშვნელო კლების ხარჯზე. პარალელურად, AMD ჯერჯერობით კვლავ მუშაობს ანალოგიურ ფუნქციაზე, რომლის სახელწოდებაა FidelityFX Super Resolution (FSR) და მის წარდგენას უახლოეს მომავალში აპირებს. ტექნოლოგიის წარდგენა შესაძლოა მოსალოდნელზე ადრე შედგეს, ყოველ შემთხვევაში, ცნობილი ინსაიდერი Coreteks გვიზიარებს მოახლოებული ანონსის შესახებ ინფორმაციას. მიუხედავად იმისა, რომ მარტში სკოტ ჰერკელმანმა, რომელიც AMD-ის გრაფიკული პროდუქტების ვიცე-პრეზიდენტი და უფროსი მენეჯერია, ისაუბრა FidelityFX Super Resolution ტექნოლოგიის შესახებ, მან ზუსტად არ თქვა, როდის იქნება ეს ფუნქცია ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის. ინსაიდერებს საინტერესო ინფორმაცია აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით: ამტკიცებენ, რომ FidelityFX Super Resolution-ის გამოშვება ივნისში მოხდება და გეიმინგ-აპლიკაციების დეველოპერთა ნაწილს უკვე აქვს წვდომა ამ ტექნოლოგიაზე. სამწუხაროდ, ენთუზიასტმა ვერ მოგვაწოდა მონაცემები ახალი ტექნოლოგიის გამოყენების შედეგად გაზრდილი წარმადობის მაჩვენებლების შესახებ, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს დეველოპერების ხელთ არსებული FidelityFX Super Resolution-ის ერთდროულად რამდენიმე ვერსიის არსებობით. ამავდროულად, ენთუზიასტმა განაცხადა, რომ AMD-ის ტექნოლოგია მნიშვნელოვნად განსხვავდება NVIDIA-ს ქმნილებისგან: ამტკიცებენ, რომ DLSS გამოიყენება გრაფიკული კონვეირის სულ ბოლოს, FSR კი - გაცილებით ადრე, რაც თეორიულად ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს დეველოპერებისგან. ამას გარდა, AMD-ის ტექნოლოგია არ ეყრდნობა მანქანურ სწავლებას, რაც დამატებითი პლუსია მისი დანერგვის სიჩქარის მხრივ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ინსაიდერის განცხადებით, FidelityFX Super Resolution ტექნოლოგიას გააჩნია NVIDIA-ს გრაფიკული მოწყობილობების მხარდაჭერა. თუმცა შესაძლოა ფინალურ ვერსიაში ეს „ნაკლი“ აღმოიფხვრას. https://bit.ly/3tmqAoB Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.