Jump to content

აშშ-ში ჩატარდა ხელოვნური „ტვინის“ მქონე საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატის საჰაერო გამოცდა


Recommended Posts

შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ვებ-გვერდი გვაცნობებს, რომ შედგა საბრძოლო უპილოტო თვითმფრინავის ხელოვნური „ტვინის“ პირველი საზაფხულო ტესტირება. ფრენა განხორციელდა პროგრამა Skyborg-ის პროტოტიპის ტესტირების ფარგლებში. პროგრამა მიზნად ისახავს შედარებით დაბალბიუჯეტური უპილოტო საფრენი აპარატების შექმნას, რომლებიც გამოყენებული იქნება პილოტირებული ავიაგამანადგურებლების თანხმლებ აპარატებად. 

image.jpeg 

კომპანია Kratos-ის უპილოტო საფრენი აპარატი UTAP-22 ბაზაზე. ფოტოს წყარო: U.S. Air Force 

თუკი პროგრამა Skyborg-ის ყველა ეტაპი დამტკიცებული გეგმის თანახმად წარიმარება, აშშ-ის საჰაერო შეიარაღებულ ძალებს უპილოტო საფრენი აპარატები 2023 წელს შეუერთდება. უპილოტო თვითმფრინავის სატესტო ფრენა გაგრძელდა ორი საათი და ათი წუთი და დამტკიცდა, რომ ხელოვნური მართვის სისტემის შემუშავება სწორი მიმართულებით წარიმართება. უპილოტო მფრინავი აპარატის ბორტზე არსებული ხელოვნური ინტელექტი კარგად ორიენტირებდა სივრცეში და ასრულებდა მანევრებს პროგრამის მიხედვით. 

ამერიკლი შეიარაღებული ძალების წარმოდგენის თანახმად, „ზეციური კიბორგები“ იქნება სახარჯო მასალა ფართო სპექტრის სამხედრო მისიების შესრულებისას. ისინი თან ახლდებიან პილოტირებულ თვითმფრინავებს და დაექვემდებარებიან პილოტების ბრძანებებს, ასევე შეძებენ როგორც დამოუკიდებლად, ასევე მსგავსი უპილოტო აპარატების გუნდთან ერთობივად მოქმედებას. პროგრამის განვითარებასთან ერთად ყველა რეჟიმი გამოიცდება პრაქტიკაში, რომლის განხორციელება მიმდინარე თვეში დაიწყება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.