Jump to content

ახალი თაობის გრაფიკული დაფები Nvidia Lovelace 2022 წელს გამოვა


Recommended Posts

NVIDIA-მ გამოაქვეყნა მონაცემთა დამუშავების სეგმენტისთვის განკუთვნილი პროდუქციის განვითარების სამომავლო გეგმა 2025 წლამდე, რომელშიც მითითებული ახალი არქიტექტურის ცენტრალური და გრაფიკული პროცესორების გამოშვების ვადები. სამოქმედ გეგმის თანახმად Ampere Next, რომელიც დიდი ალბათობით სამომავლო არქიტექტურა Lovelace-ს მიეკუთვნება, შესაძლოა მომდევნო წელს გამოვიდეს, ყოველ შემთხვევაში, მონაცემთა ცენტრებისთვის. 

მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ ეს სამოქმედო გეგმა განკუთვნილია სწორედ მონაცემთა დამუშავებისთვის განკუთვნილი ცენტრებისთვის და არა სამომხმარებლო გრაფიკული პროცესორებისთვის. თუმცა ეს ვითარება შესაძოა გვაძლევდეს მიახლოებით წარმოდგენას, თუ როდისთვის უნდა ველოდოთ ახალი არქიტექტურის ბაზაზე დამყარებული ვიდეო დაფების გეიმინგ ვერსიების გამოჩენას. 

image.jpeg 

NVIDIA ხშირად უშვებს გრაფიკული პროცესორების ახალ არქიტექტურებს პირველ რიგში მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის, მაგალითად, Tesla P100 იყო პირველი გამოშვებული დაფა არქიტექტურა Pascal-ის ბაზაზე, ფლაგმანური GeForce GTX 1080 TI კი ოდნავ მოგვიანებით გამოვიდა. ანალოგიურად, შეგვიძლია ველოდოთ, რომ Lovelace-ზე დაფუძნებული მონაცემთა ცენტრის გრაფიკული ჩიპი, სახელწოდებით GL100, ამოვა ცოტა უფრო ადრე, ვიდრე სამომხმარებლო გრაფიკული დაფები ახალ არქიტექტურით.  

ცნობილია, რომ Lovelace-სა და NVIDIA-ს სხვა სამომავლო გრაფიკულ არქიტექტურებში გამოყენებული იქნება MCM დიზაინი, რაც კომპანიას ერთ კორპუსში რამდენიმე GPU ჩიპის გამოყენების შესაძლებლობას მიანიჭებს. ამან შესაძლებელია გამოიწვიოს წარმადობის მნიშვნელოვანი ზრდა მიმდინარე Ampere თაობასთან შედარებით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.