Jump to content

Apple დასაკეცი iPhone-ის გამოშვებას 2023 წლისთვის გეგმავს


Magdalena

Recommended Posts

მარტში ცნობილმა ანალიტიკოსმა Ming-Chi Kuo-მ გააზიარა ინფორმაცია, რომლის თანახმად 2023 წელს შესაძლოა გაყიდვაში გამოვიდეს დასაკეცი iPhone 8-დუიმიანი ეკრანით. ამჟამად მან ინვესტორებს გაუგზავნა ჩანაწერი, რომლის თანახმად დასაკეცი iPhone-ების რაოდენობა ორი წლის შემდეგ 15-20 მილიონი ეგზემპლარი იქნება. 

image.jpeg 

ამგვარი სმარტფონის დიზაინისა და მახასიათებლების შესახებ ამ ეტაპზე ცნობილი არაფერია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დრეკადი OLED პანელების ექსკლუზიური მომწოდებელი კომპანია Samsung იქნება. ადრე ანალიტიკოსი აცხადებდა, რომ ეკრანის დიაგონალი 7.5-სა და 8 დუიმს შორის ვარირებდა, ამჯერად კი მან დაადასტურა საკუთარი პროგნოზი. 

კომპანია Samsung ლიდერია დრეკადი სმარტფონების გამოშვების მოცულობის მხრივ, თუმცა განვიარებული ეკოსისტემისა და აპლიკაციების წყალობით Apple-ს შეუძლია სამომავლოდ მოწინავე პოზიციის დაკავება. სავარაუდოდ, გასულ წელს კომპანია Foxconn-მა Apple-ისთვის უკვე შექმნა დრეკადი სმარტფონის ორი პროტოტიპი. 

ერთ-ერთი მათგანი გავდა Samsung Galaxy Z Fold-ს, მეორე - Galaxy Z Flip-ს. პირველ ვარიანტს აქვს 6.2-დუიმიანი ეკრაი, რომელიც იშლება და იზრდება 7.6-დუიმამდე. მეორე მათგანის ეკრანი ზომა გახსნილ მდგომარეობაში 6.7 დუიმია. არსებობს ალბათობა, რომ Apple აირჩევს Galaxy Z Flip-ის მსგავს დაკეცვის სისტემას. 

image.jpeg 

ჩანაწერში მოცემული იყო, რომ დრეკადი სმარტფონები ამჟამად გვევლინება, როგორც სმარტფონისა და პლანშეტის გამაერთიანებელი პროდუქტი. ანალიტიკოსის აზრით სამომავლოდ ამგვარი მოწყობილობები გახდება უფრო მრავალფეროვანი და შეძლებენ ლეპტოპების შევიწროებასაც კი. Apple-ს თავისი პროგრამული და აპარატული უზრუნველყოფის მჭიდრო ინტეგრაციის წყალობით უპირატესობა ექნება მსგავსი მოწყობილობების სხვა მწარმოებლებთან შედარებით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.