Jump to content

Intel აპროექტებს კომპაქტურ კომპიუტერ Atlas Canyon NUC-ს Jasper Lake პროცესორით


Recommended Posts

ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით, კორპორაცია Intel გამოსაშვებად ამზადებს ახალ, NUC-სერიის მცირე ფორმ-ფაქტორის კომპიუტერს კოდური დასახელებით - Atlas Canyon. კომერციულ ბაზარზე მოწყობილობა გამოვა სახელწოდებით - NUC 11 Essential. 

image.jpeg 

კომპიუტერში გამოყენებული იქნება Jasper Lake აობის პროცესორი. ეს შესაძლოა იყოს ჩიპი Pentium Silver J6005 (NUC11ATKPE), Celeron J5105 (NUC11ATKC4) ან Celeron J4505 (NUC11ATKC2). პირველ ორ მათგანში მოცემულია ოთხი ბირთვი, მესამეში - ორი. მრავალნაკადიანი ტექნოლოგია მხარდაჭერილი არ არის. 

მოწყობილობას ექნება DDR4-2933 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა მოცულობით 16 გბ-მდე. სისტემა შესაძლოა აღჭურვილი იყოს PCIe x4 ან SATA 3.0 ინტერფეისის მქონე M.2 2280 SSD-ით. 

image.jpeg 

აღჭურვილობაში შევა Wi-Fi 6 და Bluetooth 5.2 უსადენო კავშირების ადაპტერები, აგრეთვე ქსელური კონტროლერი Gigabit Ethernet. ხელმისაწვდომი იქნება კონექტორები HDMI 2.0b და DisplayPort 1.4, ოთხი პორტი USB 3.1 Type-A და ორი პორტი USB 2.0, აგრეთვე სტანდარტული აუდიოკონექტორი ყურსასმენისა და მიკროფონისთვის. 

ცნობილია მოწყობილობის გაბარიტები - 135 × 115 × 36 მმ. 2.5-დუიმიანი მყარი დისკის დაყენების შესაძლებლობა გათვალისწინებული არ არის. 

NUC 11 Essential-ის გაყიდვა დაიწყება მომდევნო წლის პირველ კვარტალში. მოწყობილოს საორიენტაციო ფასი ამჟამად უცნობია. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.