Jump to content

მიმდინარე წელს დიდ ბრიტანეთის გზებზე ავტოპილოტირებადი მანქანების მოძრაობას დაუშვებენ


Recommended Posts

მიმდინარე წლის ბოლოს ბრიტანეთის ხელისუფლება ავტომობილებს ნებას მისცემს გადაადგილდნენ თვითმართვის რეჟიმში საზოგადოებრივ გზებზე. ეს ცნობა ვრცელდება  ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

image.jpeg 

ჯერჯერობით საუბარი არ ეხება სრულფასოვანი ავტოპილოტის გამოყენებას. მის ნაცვლად მძღოლებს უფლება ექნებათ გადაადგილდნენ მოძრაობის ზოლის ავტომატური შენარჩუნების გააქტიურებული სისტემით (ALKS), რაც განსაკუთრებით აქტუალურია მაგისტრალებზე მოძრაობის დროს. 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ALKS-ის გამოყენებით გზავრობისას მძღოლებს არ მოეთხოვებათ მუდმივად ადევნონ თვალყური გზას ან ხელი საჭეზე ეჭიროთ. ამავე დროს, მძღოლები მზად უნდა იყვნენ, რომ ბორტ-კომპიუტერისგან მიღებული მოთხოვნიდან 10 წამის განმავლობაში მართვა საკუთარ თავზე აიღონ. 

იმ შემთხვევაში, თუკი მძღოლი არ მოახდენს ხელით მართვის დაწყების შესახებ სისტემის მოთხოვნაზე რეაგირებას, ავტომობილი გაააქტიურებს ავარიულ სიგნალიზაციას, ნელ-ნელა შეამცირებს სიჩქარეს და გაჩერდება საბოლოოდ. 

image.jpeg 

აღსანიშნავია, რომ სისტემა ALKS უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებების ერთ ზოლში გადაადგილებს 60 კმ/სთ სიჩქარის დიაპაზონში. ექსპერტების აზრით ამ ტექნოლოგიის გამოყენება მნიშვნელოვნად შეამცირებს ავტომაგისტრალებზე ავარიების რაოდენობას „ადამიანური ფაქტორის“ გამორიცხვის ხარჯზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.