Magdalena Posted April 30, 2021 Share Posted April 30, 2021 გასული წლის ბოლოს Apple-მა წარადგინა ARM არქიტექტურაზე დაფუძნებული პირველი პროცესორი Mac-კომპიუტერებისთვის. მას ეწოდა Apple M1. ამჟამად ის შედის უახლესი თაობის MacBook Air-ის, MacBook Pro-ს, Mac Mini-ს, iMac-ისა და iPad Pro-ს შემადგენლობაში. კომპანია დასვენებას არ აპირებს და უკვე მეორე თაობის პროცესორებს ამზადებს. გამომცემლობა Nikkei Asia გვაცნობებს, რომ სამრეწველო წარმოება უკვე დაწყებულია. მიწოდება დაიწყება ივლისში, ახალ პროცესორებზე მომუშავე Macbook ლეპტოპები კი წლის მეორე ნახევარში გამოჩნდება. ამის შემდეგ ჩიპები შევა სხვა Mac-კომპიუტერებისა და Apple-ის ბევრი მოწყობილობის შემადგენლობაში. მწარმოებელი კვლავ იქნება ტაივანური კომპანია TSMC. იგი გამოიყენებს 5-ნანომეტრიან N5P ტექნოპროცესს. ვინაიდან ეს არის სისტემა ჩიპზე, მასში განთავსდება ცენტრალური და გრაფიკული პროცესორი, ასევე ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების დამუშავების ბლოკი. ამრიგად, კომპანია აგრძელებს Intel-ის პროცესორებისგან ჩამოშორებას ARM-არქიტექტურის სასარგებლოდ. ჯერჯერობით ისეთი კომპიუტერების უმეტესობა, როგორებიცაა iMac, iMac Pro და Mac Pro, კვლავ Intel-ის ჩიპებზე მუშაობს. საკუთარი წარმოების პროცესორებზე სრულად გადასვლაში Apple ორი წლის დახარჯვას აპირებს. https://bit.ly/3aLB7n0 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.