Magdalena Posted April 29, 2021 Share Posted April 29, 2021 მაინინგისადმი გაძლიერებული ინტერესი და მთელი რიგი კრიპტოვალუტების კურსის ზრდა იპყრობს არა მხოლოდ კეთილსინდისიერი, არამედ ბოროტმოქმედი მაინერების ყურადღებასაც, რომლებიც ცდილობენ მოგება არაკეთილსინდისიერი მეთოდებით ნახონ: ისინი ინსტრუმენტების სახით იყენებენ უსაფრთხოებაში არსებულ ხვრელებსა და მომხმარებლების გულუბრყვილობას, აზიანებენ მოწყობილობებს ზიანისმომტანი პროგრამებით და შედეგად ფარულად მოიპოვებენ კრიპტოვალუტას. ზიანისმომტანი მაინინგის შემთხვევებმა დააფიქრა არა მხოლოდ ანტივირუსების, არამედ აპარატული უზრუნველყოფის მწარმოებლებიც, რასაც მოწმობს Intel-ისა და Microsoft-ის თანამშრომლობა ამ სფეროში: როგორც Intel-ის ოფიციალური ვებ-გვერდი გვაცნობებს, Defender for Endpoint ავტივირუსმა გაფართოებული შესაძლებლობები შეიძინა ისეთი ტიპის ზიანისმომტანი პროგრამის აღმოსაჩენად, რომელიც მოწყობილობის რესურსებს იყენებს კრიპტოვალუტების ფარულად მოპოვებისთვის. ამიერიდან Microsoft Defender for Endpoint, Intel Threat Detection Technology-ს გამოყენებითა და მანქანური სწავლების შესაძლებლობებით შეძლებს გამოიყენოს ცენტრალური პროცესორის სიმძლავრე საფრთხის აღმოჩენის მიზნით. ამასთან, კომპანიები ამტკიცებენ, რომ ეს ფუნქცია არ შეასუსტებს სისტემის წარმადობას, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით საქმეში ჩაერთოს ინტეგრირებული გრაფიკული ქვესისტემა. ფოტოს წყარო: Intel IDC-ის უსაფრთხოების საკითხების ვიცე-პრეზიდენტ ფრენკ დიკსონის თქმით, აპარატული დონის დაცვა საშუალებას მისცემს Intel-ზე დაფუძნებულ სისტემებს იყვნენ უფრო დაცული, ვიდრე AMD-ის, Apple-ისა და კიდევ რამდენიმე კომპანიის პროდუქტებზე დამყარებული მოწყობილობებია. საფრთხეების გამოვლენის ტექნოლოგიის მხარდაჭერა მავნე მაინინგისგან დაცვის ჩათვლით ხელმისაწვდომია მე-10 თაობიდან დაწყებული Intel Core და vPro პლატფორმებისათვის. https://bit.ly/3dU50n7 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted April 29, 2021 Share Posted April 29, 2021 შენს ნებართვის გარეშე რომ ამაინინგებს უფრო მაგაზეა ლაპარაკი, არის ეგეთი ცუდი ფაილები სისტემაში თუ ჩაგიჯდა შენს გარეშეც ამაინინგებს და ნამაინინგარი თანხა თვითონვე ერიცხებათ, თუმცა საკმაოთ ადვილია მაგის შემჩნევა მაგრამ მაინც, ნუ ფაქტიურათ ვურუსებზე მიდის საუბარი 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.