Magdalena Posted April 29, 2021 Share Posted April 29, 2021 Auto Shanghai 2021 ავტოსალონზე კომპანია Audi-მ წარადგინა ორი სიახლე: Q4 E-tron და A6 E-tron. ბოლო მათგანი ჯერჯერობით მხოლოდ კონცეპტის სახით არსებობს, თუმცა შეიძლება გახდეს მეორე სერიული ავტომობილი არქიტეტურით - Premium Platform Electric. ამ ელექტრომობილის გამორჩეული მახასიათებელია „ჭკვიანი“ ფარები, რომლებიც იმავდროულად წარმოადგენენ მაღალი გაფართოების პროექტორებს. ელექტრომობილის თითოეულ საბურავზე დამონტაჟებული იქნება 469 ცხენის ძალა სიმძლავრის ძრავი, რაც საშუალებას იძლევა 100 კმ/სთ სიჩქარე მიღწეულ იქნას 4 წამში. 100-კილოვატიანი ბატარეა უზრუნველყოფს 700 კმ-მდე სვლის მარაგს, თუმცა მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება შედარებით ეკონომიური ვერსიაც. დამუხტვის დროს მფლობელი არ მოიწყენს - აკუმულატორი 5-დან 80%-მდე იმუხტება მხოლოდ 25 წუთში, ხოლო თუ ეს პროცესი მაინც ხანგრძლივად მოგეჩვენებათ, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია მანქანის გასართობი ფუნქციის გამოყენება. სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://bit.ly/3xn2r4N წინა ფარები ციფრული მატრიცულია და დაფუძნებულია მილიონი მიკროსკოპული სარკის ბაზაზე ჩამკეტი სისტემითა და წამში 5 ათასი სიხშირით. შედეგად შესაძლებელი ხდება მათი მეშვეობით უახლოეს კედელზე პროეცირდეს მაღალი გაფართოების გამოსახულება - მაგალითად, ვიდეოთამაში. რა თქმა უნდა, გამოსახულების ხარისხი იდეალური არ არის, თუმცა მფლობელი სმარტფონის გამოყენებით შეძლებს თამაშით გართობას, სანამ ბატარეა დაიმუხტება. ამგავრი ინოვაციის ძირითადი ამოცანაა მფლობელის ამბიციების რეალიზება და სატრანსპორტო საშუალების ექსკლუზიურობის დემონსტრირება. არა მხოლოდ წინა, ასევე უკანა სასიგნალო ფარები, ასევე კომპაქტური შუქდიოდური პროექტორები გვერდებზე პროეცირებენ სივრცეში და გზაზე სხვადასხვა მანათობელ სიგანლებს, შეტყობინებებსა და ნიშნებს. მაგალითად, სისტემა მგზავრებს ჩასხდომის წინ მიესალმება და გაუნათებს კარის ღიობს, ან შეახსენებს ველოსიპედისტებს გზაზე, რომ დისტანცია უნდა დაიცვან. https://bit.ly/32OgQsF 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
eXtreme-Hunter Posted April 29, 2021 Share Posted April 29, 2021 კარგი სტატიაა პატარა მექანიკური შეცდომით - თითო საბურავზე 469 ცხ.ძ. ვერ ექნება. ალბათ, მთლიანი სიმძლავრეა. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.