Jump to content

Bitmain-მა წარადგინა მაინერი Antminer E9 Ethereum, რომელიც 32 ერთეული GeForce RTX 3080 დაფის ეკვივალენტურია


Recommended Posts

ჩინურმა კომპანია Bitmain-მა გამოუშვა Antminer E9-ის თიზერი, რომელიც უზრუნველყოფს Ethereum-ის მაინინგის 3 გჰეშ/წმ-მდე სიჩქარეს, რაც 32 ცალი NVIDIA GeForce RTX 3080 ვიდეო დაფის ეკვივალენტურია. გაყიდვის დაწყების თარიღი მითითებული არ არის, თუმცა ცნობილია რომ ეს მალე მოხდება. 

image.jpeg 

კრიპტოვალუტების მოპოვებისთვის ვიდეო დაფების გამოყენება ხელს უწყობს მწარმოებელ კომპანიებს გამოუშვან წარმოუდგენელი რაოდენობის მაღალი წარმადობის ამაჩქარებლები, თუმცა ამავე დროს მძიმე დარტყმას აყენებს გეიმინგ სისტემების ტრადიციულ ბაზარს. პრობლემის გადაჭრა გულისხმობს არა მხოლოდ ხელოვნურ შეზღუდვებს, არამედ ასევე უფრო ეფექტური სპეციალიზებული სისტემების შექმნას, რითიც არიან დაკავებულნი არა მხოლოდ NVIDIA და AMD, ასევე ისეთი კომპანიები, როგორიცაა Bitmain. 

Antminer E9 Ethereum-ის გამომთვლელი მოდულები წარმოადგენს სპეციალური დანიშნულების ინტეგრირებულ სქემას (ASIC). მსგავსი გადაწყვეტილებები არ გამოირჩევა უნივერსალურობით, თუმცა უფრო ეფექტურად უმკლავდებიან იმ სპეფიციკურ ამოცანებს, რისთვისაც არიან განკუთვნილნი და, შესაბამისად, უფრო იაფია თანაბაშედეგიანობის მხრივ.  

დღესდღეობით Antminer E9 ყველაზე სწრაფი ASIC-მაინერი და აღემატება Linzhi Phoenix Ethash ASIC-საც კი, რომლის სიჩქარეა 2.6 გჰეშ/წმ. თუკი კრიპტოენთუზიასტები ახალ მოწყობილობას გამოიყენებენ, შეიძება უარი თქვან NVIDIA Ampere-ზე და, შესაძლოა, გეიმერებმა ბოლოსდაბოლოს შეძლონ ვიდეო დაფების ყიდვა გონივრულ ფასად. 

ჯერჯერობით Bitmain-ს არ გაუსაჯაროებია Antminer E9-ს დეტალები წარმადობისა და ენერგომოხმარების გარდა - 2556 ვტ (0,85 /მჰეშ). ამრიგად, Antminer E9 მოდელი Phoenix-ზე სწრაფიც არის და ენერგოეფექტურიც. შედარებისთვის, Phoenix მოიხმარს 3000 ვატს. ეს ნიშნავს იმას, რომ Antminer E9 35.5%-ით უფრო ეფექტურად მოიხმარს ელექტროენერგიას. 

ცხადია, რომ 32 GeForce RTX 3080 ვიდეო დაფის ეკვივალნტური სიმძლავრის მქონე მაინერი იაფი ვერ იქნება. Linzhi Phoenix მაინერი იყიდება 11 300 - 13 700 აშშ დოლარად. დიდი ალბათობით, ახალი Antminer-ის ფასი 15 ათას აშშ დოლარზე მეტი იქნება, თუმცა ორჯერ ძვირიც რომ ღირდეს, მაინც ეფექტური მოწყობილობა იქნება. შედარებისთვის, GeForce RTX 3080 ვიდეო დაფა ამჟამად ღირს 2500 აშშ დოლარი და მეტი, შესაბამისად, 32 ამგვარი ამაჩქარებლის შეძენა (ფერმის სხვა კომპონენტების გარეშე) კოლოსალური თანხა - 80 ათასი აშშ დოლარი ჯდება და მაინერები მიდიან კიდეც ამ მსხვერპლზე. ფაქტია, კომპლექსური ASIC-მაინერები მიუწვდომელია ყველა მაინერისთვის, თუმცა მარტივი მათემატიკა ამტკიცებს, რომ ისინი კრიპტოვალუტების მოპოვების მომავალია. ამავე დროს, გასარკვევია, შეძლებს თუ არა Bitmain თავისი სისტემების მასიურ წარმოებას ელექტრონული კომპონენტების გლობალური დეფიციტის ფონზე. 

image.jpeg 

NVIDIA-მ მომხმარებლების თხოვნის საფუძველზე მარტში გამოუშვა სპეციალიზებული ამაჩქარებლები Cryptocurrency Mining Processor (CMP), რომლებიც Ethereum-ის მოპოვებაზეა ორიენტირებული. მაგალითად, Palit-ის წარმოების NVIDIA CMP 30HX იყიდება 724 აშშ დოლარად და მისი მაჩვენებლებია 26 მჰეშ/წმ და 125 ვატი ენერგომოხმარება. CMP-ს არ აქვს ვიდეოგამშვებები და ამიტომ მხოლოდ მათემატიკური თანაპროცესორის როლს ასრულებს. ცოტა ხნის წინ NVIDIA-მ განაახლა CMP-ის გაყიდვების პროგნოზი პირველი კვარტლისთვის, რამაც მოლოდინს გადააჭარბა - ის გაიზარდა სამჯერ 150 მლნ აშშ დოლარამდე. 

Link to comment
Share on other sites

თუ გამოუშვეს დიდი აბიომებით კი, ადრეც დაანონსდა რამდენიმე მაღალ ჰეშრეიტიანი ასიკი, მაგრამ არცერთი არ გამოუშვიათ, მიზეზები სულ სხვადასხვა იყო, ფასიც საკმაოთ სერიოზული ედო პრეორდერის დროს, არის საკმაოთ ძლიერი ასიკები, მაგრამ ეგეთი სიმძლავრის არაფერი მახსენდება, რაც დაკანსელდა კაკრაზ უფრო მაგ დონის იყო, 500$ დღეში აკეთებდა და 20000$-მდე ღირდა გრინის მაინერი წყლის გაგრილებით

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.