Jump to content

მაინინგის შემდეგ GeForce RTX 30 დაფებს მეორად ბაზარზე არ უნდა ველოდოთ - მათი უმეტესობა დაიწვება


Recommended Posts

კრიპტოვალუტების მოპოვებისას NVIDIA Ampere ვიდეო დაფების შესანიშნავი წარმადობა და ეფექტურობა მათ მაინერების ძირითად სამიზნედ აქცევს. ვიდეო დაფები, რომლებაც მაინც მოახერხეს მაღაზიების თაროებზე და არა მაინინგ-ფერმებში მოხვედრა, დაბალი ფასით არ გამოირჩევა - მათი ღირებულება სარეკომენდაციო ფასზე მნიშვნელოვნად მაღალია. 

ზოგი ყიდულობს ვიდეო დაფებს რამდენჯერმე გაზრდილი ფასით, ბევრი კი ფიქრობს, რომ როდესაც Ethereum-ის კონსენსუსის ალგორითმი Proof-of-Work-იდან Proof-of-Stake-ზე შეიცვლება, ვიდეო დაფები მეორად ბაზარზე გამოჩნდება დაბალ ფასად. დიდი ალბათობით ეს არ მოხდება, მაინერები სხვა კრიპტოვალუტაზე გადაერთვებიან. ხოლო თუ მეორად ბაზარზე დაფები მაინც მოხვდება, ჩნდება სამართლიანი კითხვა: რა მდგომარეობაში იქნებ ისინი. 

image.jpeg 

image.jpeg 

image.jpeg 

ამ კითხვაზე პასუხის მიღება შესაძლებელია, თუ ვნახავთ დამწვარი GeForce RTX 3080 დაფის რამდენიმე ფოტოს. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ახალი GeForce RTX 30 სერია საკმაოდ ცხელი გამოვიდა, განსაკუთრებით კი ფლაგმანები GDDR6X მეხსიერებით. უნდა ითქვას, რომ  ფლაგმანური მოდელებიც ყოველთვის არ ხასიათდება მაღალი ხარისხის თერმობალიშებით, რაც არაერთხელ დადასტურდა მფლობელების მიერ. 

მაინინგის დროს ვიდეო ბარათები ცხელდება მაქსიმალურ ლიმიტამდე და ეს იწვევს სამწუხარო შედეგებს. სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში აალება მოხდა ვიდეომეხსიერების პერიფერიაზე. 

Link to comment
Share on other sites

დაწვის მიზეზი ისევ თერმობალიშებია და ძალიან მაღალ სიხშირეზე მემორის დარაზგონება, რომლის გამო ტემპერატურა კიდე უფრო იზრდება, ამიტომ კარგი თერმობალიშებით უკვე შეუძლია 100მჰ/სეკ იმუშაოს მაღალ რაზგონზე და მარტო 85 გრადუსზე ცხელდება VRAM 1200+ მემორიზეც კი, თვითონ ჩიპები ისეთი ცხელი არაა, მაქს 60-65, GDDR6X ძალზე ცხელია მაინინგის დროს და ბევრი უცვლის თერმობალიშებს, ეგრე დაწვის შანსი გაცილებით ნაკლებია, ეგ ალგორიტმის შეცვლა ეთერეუმზე ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშაა, როგორც რეზკათ ვირუჩკის შემცირება მაგ კოინზე,  თან ვუყურებ და ამ ეტაპზე სრაზუ რამდენი კოინია მაგაზე მომგებიანი, თუ ეთერეუმი გაქრება ყველა მაგ კოინებზე გადავა ან რამე სხვაც გამოჩნდება მაგდენი თავისუფალი კარტები სხვა ალგორიტმების პოვნას ადვილათ შეძლებენ სანამ ეგეთი მაღალი ფასები შენარჩუნდება ბიტკოინზე, ზოგს კაპიტალიზაცია საკმაოთ დიდი აქვს ამიტომ არ იქნება პრობლემა მაღალი გამომუშავების შენარჩუნების სანამ ეგეთი ბუმია კრიპტობაზარზე, ვითომ წლის ბოლომდე იქნებაო მომგებიანი ეთერეუმზე მაინინგი ვიდეოკარტებით, მერე უკვე აღარ, აბა ვნახოთ როგორ გადაწყდება ეგ საკითხი, ბოლომდე ყველაფერს ჯერ არ ამხელენ, ისე კოვიდის გამო ყოველგვარი მაინინგის გარეშეც ეგ აბიომები არ იქნებოდა საკმარისი და მაინც მაღალი ფასები ედებოდა მაგ ბოლო სერიის კარტებს, განსაკუთრებით ამდ რახან მაგათ უფრო უჭირთ დიდ აბიომებში 6000 სერიის მოდელების გამოშვება, მითუმეტეს ეხლა გეიმინგზე ძალზე გაზრდილია მოთხოვნა და ენტუზიასტებიც იღებენ დიდ აბიომებში მაგ ძვირიან კარტებს + გრაფიკა და რენდერი, ეგ მაინინგის გარდა რაშიც იყენებენ მაგ ძლიერ კარტებს

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.