Magdalena Posted April 26, 2021 Share Posted April 26, 2021 Sony-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯიმ რაიანმა განაცხადა, რომ კომპანია დაკავდება ახალი სტუდიების შეძენით, რათა გაზარდოს ხარისხიანი AAA title-ების რაოდენობა PlayStation 5-ისთვის, რომელთა რიცხვი, მისი თქმით, გასული თაობის კონსოლებთან შედარებით მეტი უნდა იყოს. იმის გათვალისწინებით, რომ Microsoft-მა ხელი მოკიდა Xbox-ის განვითარების საკითხს და თავად დაიწყო დიდი სტუდიების შესყიდვა, Sony-ს შესაძლოა პრობლემები შეექმნას ამგვარ გიგანტთან კონკურენციის კუთხით. რამდენიმე დღის წინ Sony-მ გამოუშვა ვიდეო, სადაც კონკრეტულად იყო გადმოცემული PlayStation 5-ის უპირატესობები სხვა კონსოლებთან შედარებით. კომპანია თავის მთავარ უპირატესობად მიიჩნევს რეითრეისინგის, 120FPS-ისა და 4K გეიმინგის მხარდაჭერას. უნდა აღინიშნოს, რომ მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებენ სწორედ Xbox-ს მისი ხელმისაწვდომობისა და Game Pass გამოწერის განვითარების გამო. PlayStation 5 კონსოლების დეფიციტი ჯიმ რაიანმა მიაწერა პანდემიის პირობებს და აღნიშნა, რომ პრობლემა მიმდინარე წლის ბოლომდე მოგვარდება. https://bit.ly/3dJHf10 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.