Jump to content

ილონ მასკი გეგმავს 1 მილიონი ადამიანის გაგზავნას მარსზე დღეში 3 კოსმოსური რაკეტით, მაგრამ არ ასახელებს ზუსტ დროს


Recommended Posts

ილონ მასკი მარსზე ოცნებობს. ჯერჯერობით გაუგებარია, ასე რა იზიდავს მისკენ, რადგან პლანეტ მთლიანად მოკლებულია ატმოსფეროს, წყლის ძიება კი ღრმად გრუნტის ქვეშ არის საჭირო. ისიც კი არ არის დადასტურებული, საერთოდ არის თუ არა სიღრმეში წყალი, ასე რომ სხვა პლანეტებზე სითხის მოპოვება უფრო ექსპერიმენტალურად გამოიყურება, ვიდრე რეალურად. თეორიულად, პოლუსებზე შესაძლოა იყოს დიდი რაოდენობით წყლის მარაგი, თუმცა ამ შემხვევაშიც არ არის ვითარება მარტივი: საჭირო იქნება წითელ პლანეტაზე რთული აღჭურვილობის გაგზავნა, რომელსაც შეეძლება ნიადაგიდან გამოყოს წყალი, რომელიც მას მილიარდობით წლის წინ შეერია. 

როგორც ჩანს, ილონ მასკმა უკვე მოიფიქრა როგორ უნდა გადაჭრას ყველა ეს და მრავალი სხვა პრობლემა, მათ შორის ელექტროენერგიის გამომუშავება და საკვების მოყვანა. ბოლო ინტერვიუში მან მართლაც ფანტასტიკური ინფორმაცია მოგვაწოდა. პირველი, რაც უნდა ვიცოდეთ: მარსი გახდება ადამიანების ახალი სახლი, სადაც აშენდება სრულფასოვანი ბაზები. SpaceX უზრუნველყოფს მოსახლეების ჩაყვანას, დღეში გაუშვებს სამ რაკეტას, რომელთაგან თითოეულს შეეძლება 100 ტონამდე ტვირთის წაღება. მასკმა აღნიშნა, რომ 26 თვეში ერთხელ მარსი დედამიწასთან ყველაზე ახლო მანძილზე იმყოფება და სწორედ ამ დროს განხორციელდება ფრენების მაქსიმალური რაოდენობა. მოსალოდნელია, რომ ორი წლის განმავლობაში მოხერხდება 100 ათასი ადამიანის გაშვება 1000 ერთეული რაკეტით. მასკმა განაცხადა, რომ პირველი გეგმაა აიგოს ბაზა 1 მილიონი ადამიანისთვის, ამის შემდეგ კი გარანტირებული იქნება კოლონიის სტაბილური განვითარება. 

image.png 

საინტერესოა, რომ სწორედ 1 მილიონს უწოდებს იგი „ოქროს რიცხვს“ იმისთვის, რომ კოლონიამ შეძლოს დედამიწისგან დამოუკიდებლად არსებობა. ფაქტია, რომ რესურსების წარმოშობასთან დაკავშირებული კითხვები არსად გამქრალა, რადგანაც ამ რაოდენობის ადამიანისთვის საჭირო იქნება საკვებით, წყლით უზრუნველყოფა, გათბობა და დაბინავება. ჯერჯერობით მასკი ამ საკიხების იგნორირებას არჩევს, თუმცა ოდნავ მაინც შეეხო პირველი კოლონისტების ბედს. მისი თქმით, დიდი ალბათობით ისინი დაიღუპებიან. იგი ასევე დარწმუნებულია, რომ კოლონისტები უკეთეი მომავლის ძიებას არჩევენ, კაცობრიობის მდიდარი წარმომადგენლები კი მარსზე თავდაპირველად გამგზავრებას არ მოისურვებენ. მასკმა მარსის ათვისება შეადარა ანტარქტიდაზე პირველ ექსპედიციას და აღნიშნა, რომ ადამიანების ტექნოლოგიური განვითარების დონემ მათ გადარჩენის შანსი უნდა მისცეს. საინტერესოა, თავადაც დააპირებს მარსზე გაფრენას თუ პროცესებს დედამიწიდან დააკვირდება? 

შეგახსენებთ, ადრე ილონ მასკმა განაცხადა, რომ მარსისკენ პირველ ფრენებს 2030 წლიდან აპირებს. უცნობია, უკვე მიმდინარეობს გამოცდები ამ მიმართულებით, თუ პროცესი კიდევ ათწლეულები გაიწელება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.