Magdalena Posted April 23, 2021 Share Posted April 23, 2021 ებრაულ-ამერიკულმა სტარტაპმა NFT-მ წარადგინა დასაკეცი ელექტრო მფრინავი ავტომობილის ორიგინალური კონცეპტი - Aska. მისი დიზაინი მოგვაგონებს საჰაერო ელექტრო ტაქსის სტანდარტულ ფორმას: აქვს წვეთის ფორმის ოთხადგილიანი სალონი, V-ს ფორმის პატარა „კუდი“ და ექვსძელიანი ელექტრო ამწევი სისტემა. ოთხი რეაქტიული ძელი დაყენებულია უკან დაკეცვად გრძელ ბერკეტებზე, ხოლო ორი - ფრთებზე. ყველა ფრთა ავტომატურად იკეცება უკანა მიმართულებით ქალაქის ქუჩებში კომფორტულად გადაადგილებისთვის. შუა ნაწილში არსებული ორი საყრდენი განკუთვნილია ვერტიკალური აფრენა-დაშვებისთვის, ისინი ასევე გამოიყენება ჰორიზონტალურად გადაადგილებისთვის. პერსპექტივაში Aska შეძლებს 240 კმ/სთ სიჩქარის განვითარებას და ერთ ფრენაზე 400 კილომეტრი მანძილის დაფარვას წყალბადზე მომუშავე ძრავის მოცულობის გაზრდის შედეგად. ამჟამად ჩეშენებული ელექტრო ძრავი უზრუნველყოფს მხოლოდ 110 კმ/სთ სიჩქარეს. მართვის საშუალებები წარმოდგენილია საჭითა და ორმხრივი გადაცემათა კოლოფის სისტემით. მართვის პანელი სენსორული ეკრანის სახით მდებარეობს თვალებისთვის კომფორტული კუთხით. Aska-ს მფლობელს სჭირდება მფრინავის ლიცენზია, მაგრამ ფრენის უმეტეს ნაწილზე ნახევრადავტონომიური კომპიუტერია პასუხისმგებელი. NFT აცხადებს, რომ ოთხადგილიანი პროტოტიპის ტესტირებები დაიწყება 2022 წლის ბოლოს, სერიული წარმოება კი - 2026 წლიდან. Aska-ს ფასი თითქმის 800 ათასი აშშ დოლარი იქნება. https://bit.ly/2P9hcH5 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.