Jump to content

Amazon-ის სასურსათო მაღაზიებში შესაძლებელი გახდა ანგარიშსწორება მომხმარებლის ხელისგულის სკანირებით


Recommended Posts

ამერიკული კომპანია Amazon ფლობს სასურსათო მაღაზიების ქსელს, რომლებსაც ახალი ტექნოლოგიების გამოსაცდელად იყენებს. მოლარეებზე უარის თქმის ინიციატივამ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა შრომითი ბაზრის რთული ვითარების გამო, ხოლო ნივთების საფასურის გადახდის ტექნოლოგია მთავარი ოფისის მიმდებარე ბრენდულ საცალო სავაჭრო ობიექტებში უკვე შემოიტანა ინტერნეტ-გიგანტმა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Reuters 

მსგავსი ტექნოლოგიის არსებობის შესახებ Amazon-მა პირველად ისაუბრა გასული წლის სექტემბერში, თუმცა პრაქტიკულად კომპანიამ ახლახან განახორციელა სიეტლის ბრენდული მაღაზიების ქსელში პროდუქციის ანგარიშსწორების ფუნქცია ხელისგულის უკონტაქტო სკანირების გზით. Reuters-ის ინფორმაციით, Whole Foods-მაღაზიებში უკვე შეუძლიათ მომხმარებლებს ნივთის საფასურის გადახდა „ერთი ხელის მოსმით“. სპეციალური სკანერი ამოიცნობს ბიომეტრიული პარამეტრების ერთობლიობას, რომლის მიხედვით შესაძლებელი ხდება მფლობელის იდენტიფიცირება და მოხდება შესაბამისი თანხის ჩამოწერა მისი ანგარიშიდან. ამგვარი მეთოდით ანგარიშსწორებისთვის მომხმარებელს არ სჭირდება Amazon-ის ექაუნთი, საკმარისია, რომ მომხმარებელი წინასწარ დარეგისტრირდეს სერვის Amazon One-ზე, მიუთითოს საბანკო ანგარიშისა და ტელეფონის ნომრები, ასევე დაასკანეროს ხელისგული. 

ნგარიშსწორების ამგვარი მექანიზმი უახლოეს თვეებშ დაინერგება ქსელში არსებულ სხვა სავაჭრო ობიექტებშიც. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მომხმარებლებს კვლავ მოემსახურებიან მოლარეები, რომელიც მოახდენენ კალათიდან ამოღებული პროდუქტების სკანირებას, ხოლო საფასურის გადახდა კი მოხდება ხელისგულით, უკონტაქტო მეთოდით. ეს ტექნოლოგია არ გამოიწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.