Jump to content

Acer EL491CRG9 - 49-დუიმიანი სუპერფართე მონიტორი VESA DisplayHDR 2000 სერტიფიკაციით


Recommended Posts

image.jpeg

გასულ კვირაში გეიმინგ მონიტორ Samsung Odyssey G9-მა პირველმა მიიღო სერიტიფიკაცია VESA DisplayHDR 2000, ამჯერად კი მომდევნო გახდა Acer EL491CRG9. 

image.jpeg 

Acer EL491CRG9 - ეს არის სუპერფართე მონიტორი გაფართოებით 5120 × 1440 პიქსელი. თამაებისთვის იგი იყენებს 240 ჰერც კადრის განახლების სიხშირესა და GTG 1 მწ რეაქციის დროს. გარდა ამისა, მას აქვს როგორც NVIDIA G-Sync-ის, ასევე AMD FreeSync ტექნოლოგიის მხარდაჭერა. პანელის გვერდების შეფარდებაა 32 : 9 და შეუძლია ჩაანაცვლოს 16: 9 ფორმატის ორი QHD მონიტორი. 

image.jpeg 

პანელის სიმრუდის მაჩვენებელია 1000R, აქვს Mini LED ტექნოლოგია ჩაბნელების ლოკალური ზონებით. მონიტორის სიკაშკაშის მაქსიმალური მაჩვენებელია 2000 ნიტი. მას ასევე აქვს 12-ბიტიანი ფერის სიღრმე და 95%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. მოწყობილობაზე ხელმისაწვდომია სამი HDMI 2.x და ერთი DisplayPort 1.x, რაც ერთი პორტით მეტია Samsung Odyssey G9-სთან შედარებით. 

image.jpeg 

Acer EL491CRG9-ის ყველა მახასიათებელს თუ განვიხილავთ, შესაძლებელია ბევრი საერთოს პოვნა მასსა და Samsung Odyssey G9-ს შორის. დისპლეის პრაქტიკულად ყველა მახასიათებელი ორივე მონიტორს იდენტური აქვს. დისპლეებს შორის უმნიშვნელო განსხვავებაა 12-ბიტიანი ფერის სიღმე Acer EL491CRG9 მოდელის შემხვევაში და 10-ბიტიანი - Samsung Odyssey G9 მოდელში. ორივე მათგანში გამოყენებულია ერთი და იგივე პანელი, ორივე მათგანის დასახელების ბოლოს არის „G9“. 

image.png 

Acer EL491CRG9 მონიტორის მიმდინარე ფასი დახლოებით 2300 აშშ დოლარს შეადგენს, რაც ორჯერ ნაკლებია Samsung Odyssey G9 მოდელის ფასზე - 4600 აშშ დოლარზე. თუმცა ეს ფასები არაოფიციალურია და შესაძლოა შეიცვალოს.  

აღსანიშნავია, რომ ამ სიახლეების შემდგომ, VESA-მ გააკეთა განცხადება, რომ DisplayHDR 2000 სერტიფიკაცია არ არსებობს და გამოყენებული ლოგოც არალეგიტიმურია: https://displayhdr.org/pr/vesa-addresses-use-of-illegitimate-displayhdr-2000-logo/ 

 

Link to comment
Share on other sites

მართლა ძალიან იაფი გამოდის 49 ინჩიანის და ეგეთი პარამეტრების ფონზე მინილედ მატრიცაზე, მაგრამ VESA DisplayHDR 2000 სერტიფიკატი როგორც ეგეთი არ არსებობსო და ფეიკოვი ყოფილა თურმე: https://gamegpu.com/железо/vesa-preduprezhdaet-o-poddelnykh-sertifikatakh-displayhdr-2000 მაგრამ თუ მართლა ახლოს იქნება ეგ მონიტორი რეალურ სპეციფიკაციასთან და 2000 ნიტსამდე ექნება პიკური სიკაშკაშე მაშინ ერთ-ერთი საუკეთესო HDR უნდა ქონდეს ეხლანდელი უკვე გამოსული მოდელებიდან

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.