Jump to content

მზადდება უმძლავრესი RX 6900 XT Red Devil Ultimate სერია


Recommended Posts

ახლახანს გახდა ცნობილი, რომ რელიზისთვის ემზადება სამომხმარებლო ვიდეო დაფა Radeon RX 6900 XT დასახელებით - Red Devil Ultimate. Big Navi სერიის წარმომადგენლებს შორის იგი იქნება ყველაზე მაღალი წარმადობის მქონე ტაქტის სიხშირეების მიხედვით: მოსალოდნელი სიხშირეა 2.4-დან 2.6 გჰც-მდე. სერია „წითელი ეშმაკის“ ანონსი შედგა გასულ წელს, ამჯერად კი ხელმისაწვდომი გახდა პირველი ინჟინრული ნიმუშები. 

image.jpeg 

Wccftech-ის ინფორმაციით, PowerColor-ის ეს მოდელი აღჭურვილია მეხსიერების ყველაზე დიდი მოცულობით. ვიდეო დაფის მავარი დანიშნულებაა გეიმინგი და ოვერქლოქინგი, მისი შექმნისას აქცენტი გაკეთდა სწორედ ენთუზიასტებსა და ოვერქლოქერებზე. დაფის კვება ხორციელდება 16-ფაზიანი კვების სისტემით, სამი 8-პინიანი კონექტორის მეშვეობით. რაც შეეხება კონსტრუქციასა და გარეგნულ სახეს, PowerColor Radeon RX 6900 XT Red Devil Ultimate-ს ექნება გაგრილების ისეთივე სისტემა, როგორც დანარჩენ, ამჟამად არსებულ ვიდეო დაფებს, რომელთა კოდური დასახელებაა Red Devil. 

image.jpeg 

ჩუმი რეჟიმის პირობებში ვიდეო დაფა მოიხმარს 272 ვატ ენერგიას, Boost-რეჟიმში - 303 ვატს. სიხშირე 2425 მჰც აჩქარებისას Red Devil Ultimate-ს აქცევს ყველაზე სწრაფ დაფას RX 6900 XT-ის ბაზარზე. უნდა აღინიშნოს, რომ 3000 მეგაჰერცს ზემო დაფის აჩქარება შეუძლებელია: მწარმოებელმა კომპანიამ დააწესა ხელოვნური ბარიერი სიხშირის ზრდაზე. პორტალ overclocking.com-ზე წარმოდგენილმა BIOS-მა სიხშირე დმატებით 30 მეგაჰერცით გაზარდა. ნახევრადგამტარი პროდუქციის დეფიციტის გათვალისწინებით ვიდეო დაფის ყიდვის მსურველს არანაკლებ 2 ათასი აშშ დოლარის გადახდა მოუწევს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.