Jump to content

ცნობილი გახდა დესკტოპ კომპიუტერებისთვის განკუთვნილი ჰიბრიდული Ryzen PRO 5000G პროცესორების მახასიათებლები


Recommended Posts

ინტერნეტ-წყარომ, ფსევდონიმით momomo_us , აღმოაჩინა ინფორმაცია Cezanne სერიის სამომავლო ჰიბრიდული დესკტოპ პროცესორების, Ryzen PRO 5000G-ს შესახებ. როგორც გარკვა, ეს ჩიპები მცირედით იქნება განსხვავებული ამ დრომდე გაჟღერებული Ryzen 5000G ჰიბრიდული დესკტოპ მოდელებისგან. მათ ექნებათ ერთნაირი სიხშირის დიაპაზონი და ენერგომოხმარების დონე. 

image.jpeg 

პროცესორების სერიებს შორის განსხვავება მდგომარეობს მათ დასახელებებში, აგრეთვე უსაფრთხოების და ადმინისტრირების უფრო მაღალ შესაძლებლობებში, რომლებითაც აღჭურვილია Ryzen PRO ჩიპები. Ryzen PRO 5000G სერიის ფლაგმანური მოდელი იქნება რვაბირთვიანი Ryzen 7 PRO 5750G ჩიპი, რომლის საბაზისო სიხშირეა 3.8 გჰც. მის ქვემოთ განთავსებულია ექვსბირთვიანი Ryzen 5 PRO 5650G, რომლის სიხშირეა 3.9 გჰც. უმცროს სეგმენტს წარმოადგენს ოთხბირთვიანი მოდელი Ryzen 3 PRO 5350G საბაზისო სიხშირით - 4.0 გჰც. სამივე ჩიპი დაფუძნებულია Zen 3 (Cezanne) არქიტექტურაზე და განკუთვნილია AM4 სოკეტის მქონე დაფებში გამოყენებისთვის. 

image.png 

აღსანიშნავია, რომ ადრე momomo_us-მა ასევე აღმოაჩინა ინფორმაცია ჩვეულებრივი Ryzen 5000G ჰიბრიდული პროცესორების შესახებ. თუმცა მაშინ მონაცემები ასევე შეიცავდა პროცესორების ტურბო-სიხშირეების შესახებ ცნობებსაც. მოსალოდნელია, რომ PRO მოდელები ამ მხრივ Ryzen 5000G ჩიპებისგან განსხვავებული არ იქნება. 

image.jpeg 

Ryzen PRO ბიზნეს-პროცესორების სერია პირველად წარდგენილ იქნა 2017 წელს, როგორც Intel-ის საპასუხო გადაწყვეტილება, რომელიც ბიზნეს-სეგმენტისთვის უშვებს vPro სერიის პროცესორებს. ეს ჩიპები ასევე აღჭურვილია სხვადასხვა ტექნოლოგიით, რომლებიც განკუთვნილია ინფორმაციის დაცვისა და ადმინისტრირების შემსუბუქებისთვის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.