Jump to content

პროცესორი Intel Cooper Lake გარკვეულ ამოცანებში აღმოჩნდა 15-ჯერ სწრაფი GPU NVIDIA Tesla V100-სთან შედარებით


Recommended Posts

დღესდღეობით სულ უფრო მეტი კომპანია ქმნის საკუთარ ნეიროქსელს. მანქანებს ანდობენ ისეთ რუტინულ ამონაცნებს, როგორებიცაა მომხმარებლებთან ურთიერთობა, ჩატში მუშაობა და საწარმოო ციკლის ავტომატიზაცია. პარალელურად იზრდება ქლაუდ-გამოთვლების პოპულარობა, აგრეთვე იქმნება მაღალი წარმადობის ინტელექტუალური სისტემები, რომლებიც არ შემოიფარგლება მხოლოდ პრიმიტიული ამოცანებით, არამედ ისინი შეძლებენ ადამიანებივით „აზროვნებას“. ამ მიზნის მიღწევა ჯერჯერობით ხელოვნური ინტელექტის მომდევნო თაობის ამოცანაა, ჯერჯერობით კი დეველოპერების ძალისხმევა მიმართულია მანქანური სწავლების ალგორითმებისკენ. 

რადგანაც მანქანური სწავლების პროცედურა რთულია და უზარმაზარ გამომთვლელ სიმძლავრეს საჭიროებს, უმეტეს შემთხვევაში გამოიყენება NVIDIA-ს ვიდეო დაფები, კონკრეტულად კი Tesla V100. ცოტა ხნის წინ გაყიდვაში გამოვიდა კიდევ უფრო მძლავრი A100, თუმცა ნახევრადგამტარი პროდუქციის დეფიციტის გამო მათი მოპოვება პრობლემატურია. რაის ბრაუნის საინჟინრო სკოლაში აცხადებენ, რომ კომპანიები დღეს მილიონობით დოლარს ტყუილად ხარჯავენ, რადგან ოპტიმალური ალგორითმის შემუშავების ნაცვლად ისინი განაგრძობენ სწავლებისადმი ინდივიდუალური მიდგომის შექმნას. 

მეცნიერებმა გადაწყვიტეს ოპტიმიზაციის უპირატესობის დამტკიცება Intel-ის პროცესორებისთვის ალგორითმის შემუშავებით, AVX512 და AVX512_BF16 მხარდაჭერით. ძრავი დამყარებულია C ++ OpenM-ზე და მოხდა მისი ტესტირება შემდეგ აპლიკაციებში: WikiLSHTC-325K, Amazon-670K და Text8. ექსპერიმენტში მონაწილეობდა ჩიპი Cooper Lake (ზუსტი მოდელი არ სახელდება), რომელიც უმძავრეს Tesla V100 ვიდეო დაფაზე ბევრად სწრაფი აღმოჩნდა. პირველ ტესტში მან 5-ჯერ მეტი წარმადობა დააფიქსირა, მეორეში - თითქმის რვაჯერ მეტი, მესამეში - 15-ჯერ მაღალი. 

image.png 

მკვლევარებმა განმარტეს, რომ საუბარი ეხებოდა ოპტიმიზებულ პროცესორს, ხოლო სტანდარტული შტატ-ეგზემპლარი შეძლებს 11-ჯერ მაღალი სიჩქარის უზრუნველყოფას Tesla V100-თან შედარებით. ექსპერიმენტის შედეგად მიღწეულ იქნა ახალი ალგორითმი, რომელიც არ არის უნივერსალური, მაგრამ დღეს არსებული პროცესორების ფუნქციების გაფართოების შესაძლებლობას იძლევა. მწვავე დეფიციტის პირობებში ასეთი ნაბიჯი ლოგიკურად და გონივრულად გამოიყურება, რადგან ვიდეო დაფები არა მხოლოდ უფრო ძვირია, არამედ ისინი ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი გაყიდვაში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.