Jump to content

მეცნიერებმა ისტორიაში პირველად ადამიანის ტვინი მიუერთეს კომპიუტერს უსადენო ქსელით


Recommended Posts

რამდენიმე თვის შემდეგ, რაც ლონ მასკმა ღორის ტვინში ჩადებული Neuralink ჩიპის მუშა პროტოტიპი წარადგინა, როდ-აილენდის (აშშ) ბრაუნის უნივერსიტეტის ექსპერტებმა უსადენო კავშირი დაამყარეს კომპიუტერსა და ადამიანის ტვინს შორის. 

image.jpeg 

კვლევის ფარგლებში 35 და 63 წლის ორმა პარალიზებულმა მამაკაცმა, რომლებმაც ადრე ზურგის ტვინის ტრავმები გადაიტანეს, გამოიყენეს უსადენო გადამცემის მქონე სისტემა BrainGate, რათა აერჩიათ ობიექტი და გამოეტანათ ტექსტი ჩვეულებრივ პლანშეტ-კომპიუტერზე. სისტემა, რომელიც აღწერილია ჟურნალ IEEE Transactions on Biomedical Engineering-ში, მუშაობს მცირე ზომის გადამცემით, რომელიც მხოლოდ 40 გრამს იწონის და ადამიანის თავზე მაგრდება. გადამცემის მქონე ბლოკი თავის ტვინის მოტორულ ქერქში იმპლანტირებულ ელექტროდების მატრიცას უკავშირდება ისეთი პორტის მეშვეობით, როგორიც ანალოგიურ სადენიან სისტემებში გამოიყენება. 

image.png 

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მათ შეძლეს მავე სიზუსტისა და მონაცემთა გადაცემის სიჩქარის მიღწევა, რაც შესაძლებელია სადენიანი მოწყობილობის გამოყენებისას. ცნობილია, რომ BrainGate ტექნოლოგია 24 საათის განმავლობაში ავტონომიურად ფუნქციონირებს, რაც საშუალებას იძლევა ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისი გამოყენებულ იქნას ძილის დროსაც კი. ამგვარი რამ მეცნიერებს მისცემს უფრო მეტი მონაცემის შეგროვების შესაძლებლობას შესასწავლად. 

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ერთადერთი განსხვავება უსადენო ინტერფეისსა და ადრე გამოყენებულ სისტემებს შორის არის ის, რომ ადამიანს აღარ სჭირდება სტაციონარულ მოწყობილობებზე მიბმა, რაც სისტემის გამოყენების ახალ შესაძლებლობებს უხსნის გზას. 

მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ახალი ინტერფეისის წყალობით მათ საშუალება ექნებათ დიდი ხნის განმავლობაში დააკვირდნენ ადამიანების ტვინის აქტივობას, რაც ამ დრომდე თითქმის შეუძლებელი იყო. სამომავლო პერსპექტივაში იგი ხელს შეუწყობს დეკოდირების ალგორითმების შემუშავებას, რაც მნიშვნელოვნად გააფართოვებს პარალიზებული ადამიანების შესაძლებლობებს. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.